"ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან"
"ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან"
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემის აზრით, ფორმა არის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ პროტესტის შინაარსი აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია. როდესაც ადამიანმა მანდატი მოიპოვა იმ ხალხის ხმებით, რომელთათვისაც მისი საქციელი კატეგორიულად მიუღებულია, ის მათი მხრიდან დაგმობას იმსახურებს.

ამ ადამიანს მინიმალური ღირსება რომ ჰქონოდა, თუ განსხვავებული აზრი ჩამოუყალიბდა, უბრალოდ უნდა დაეტოვებინა მანდატი, რომელიც ახლა მოპარული აქვს.

ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც პროტესტის მიუღებელი ფორმის გამო შინაარსშიც იწყებს ამ
სუბიექტის გამართლებას.

ამ ლოგიკით შენდება მანკიერი სისტემა. ამ ლოგიკით გვყვანან დღეს მურუსიძე და მისი ძმები სამუდამო მართლმსაჯულების მედროშეებად.

"რაც არ უნდა ნაძირალა იყო, თუ მიშას შეაგინებ, უკვე ჩვენიანი ხარ..." რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის "ნაც. მოძრაობის" დღევანდელი წარმომადგენელი, უფრო მეტად აუტანელია ადამიანი, რომელიც მათ
ხარჯზე ხელისუფლებაში მოიკალათებს.

ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან, რომლითაც გაივსო ხელისუფლება" - წერს გია ხუხაშვილი.

"ინტეპრესნიუსი"
ადამიანი
24 იანვარი 2021 23:31
სამადაშვილის ფანო --- დარწმუნებული ვარ არ წაგიკითხავს რა დაწერა. ან აზრი ვერ გამოგაქვს და ვერ ხვდები. გორჩევ კიდევ წაიკითხო ყოველი წინადადება და იფიქრე. იფიქრე
სამადაშვილის ფანი
24 იანვარი 2021 19:01
მგონი დაგავიწყდა რომ შენც ზუსტად მასეთი ადამიანი ხარ, რატომაა მიუღებელი შენთვი ჩავლეიშილის პოზიცია? ან მურუსიძის, შენც ხომ ოცნების კაცი იყავი, რამდენი რამე გაგიკეთეს, მაგრამ ახლა ნაცების მხარეზე ხარ. რა განსხვავებაა შენსა და ჩავლეიშვილს შორის? არაფერი. ჰოდა შენც იმსახურებ მაშინ ნაგვის ურნას???
ამ ქვეყანაში ვისაც ნინმე არ მოსწონს ყველამ ერთმანეთს ნაგვის ურნა უნდა დაახუროს თავზე?

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები