"ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს არეულობა"
"ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს არეულობა"
"არ მაინტერესებს, იაგო ხვიჩია რას ამბობს, ისევე როგორც არ მაინტერესებს დანარჩენი ოპოზიცია"

"პოლიტპატიმრების გათავისუფლებით ჩვენ ხელ-ფეხი გაგვეხსნება იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ, ხელი მოვაწეროთ და პარლამენტში შევიდეთ. თუ არ მათ არ გაათავისუფლებენ, ჩვენ არანაირი უფლება არ გვექნება, რომ პარლამენტში შევიდეთ", - ეს განცხადება პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებასთან შეხვედრა პროგრესი იყო მისთვის მნიშვნელოვან ორ
საკითხზე: საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, თუმცა პოლიტპატიმრების საკითხი პრინციპულია. როგორია ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის გეგმა, შევლენ თუ არა პარლამენტში და რა ფორმატში გააგრძელებენ ოპოზიციასთან თანამშრომლობას, ალეკო ელისაშვილი თავად განგვიმარტავს:

- ოთხი საკითხი
დან ჩვენთვის სამი პრიორიტეტულია - საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, პოლიტპატიმრები და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ჩვენ არც ერთ საკითხზე ფეხი არ მოგვიცვლია. გადავიდოდით თუ არა სხვა საკითხზე, ჯიუტად მაინც ვუბრუნდებოდით, მაგალითად, პოლიტპატიმრების საკითხს მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის მოცემულობა - პოლიტპატიმრები - არ არსებობს.

"ქართული ოცნება" აღიარებს თუ არა პოლიტპატიმრების არსებობას, მოიტყუებს თუ არა თავს, თითქოს მართლმსაჯულების სისტემა არაჩვეულებრივი გვაქვს და ბატონი მურუსიძე პატიოსანი და მთელი ერისთვის ხელისგულზე სატარებელია, არ მაინტერესებს. ჩვენ ამის არ გვჯერა და მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან.
ასევე პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებული ხუსკივაძე და კობალაძე და მოლაპარაკების შედეგია, რომ დასახელებული ხუთი პირიდან ორი თავისუფალია. დანარჩენებზე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- პოლიტპატიმრების შესახებ მამუკა მდინარაძემ უკვე თქვა, რომ ეს არ არის საკითხი, რომელზეც პარლამენტში უნდა ისაუბროთ.
- მართალია, ადამიანების ბედზე და ისინი ციხეში დარჩებიან თუ არა, წესით, ნორმალურ ქვეყანაში, პარლამენტში არ უნდა ლაპარაკობდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუ ის ადამიანები ციხეში დარჩებიან, არანაირ შეთანხმებას აზრი არ ექნება.

- თავიდანვე ამბობდით, რომ პოლიტპატიმრების საკითხი თქვენთვის პრინციპული იყო. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერებიც ამბობდნენ, რომ "ოცნება" ამ საკითხზე არ აგყვებოდათ. ხომ არ ნანობთ, ოპოზიციასთანაც რომ მოგიწიათ დაპირისპირებამ და მმართველ გუნდთანაც ვერ შევთანხმდით?
- ჩვენ პარლამენტში საბოლოო შეთანხმებისთვის არ მივსულვართ, სიტუაციის გასარკვევად მივედით, რამდენად სერიოზული იყო მზაობა სხვადასხვა საკითხის, მათ შორის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია, განხილვისთვის. ვადამდელი არჩევნები ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის, თუ რატომ არ არის, ეს ბევრჯერ ავხსენით. მე არა მგონია, პოლიტპატიმრების თემას წყალი გადაწურული ჰქონდეს. პოლიტპატიმრები უნდა გარეთ იყვნენ. ნუ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას, მთავარია, გამოუშვან.

- როცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ოპოზიციურ ერთობასთან ერთად შეხვდით, შემდეგ თქვით, როცა ოპოზიციამ პოლიტპატიმრების საკითხი დააყენა, "ოცნებამ" ისეთი რამ უთხრა ოპოზიციონერ ლიდერებს, მათ თავი ჩახარესო. რა ითქვა მაშინ ისეთი, რის გამოც ოპოზიციამ უკან დაიხია?
- აღარ მინდა ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი, მორატორიუმი მაქვს მათ ლანძღვაზე გამოცხადებული. დანარჩენი ოპოზიცია არც ავად და არც კარგად აღარ გვაინტერესებს.

- რა საკითხებთან დაკავშირებით დაინახეთ ხელისუფლების მზაობა, რომ შეიძლება დათმობაზე წამოვიდეს?
- ხმის მიცემა ელექტრონული უნდა იყოს და არა მარკირებით, ამ სრულად ამორტიზებული მეთოდით. საუბარია ელექტროაპარატებზე, რაც ნიშნავს, რომ უბანი 8 საათზე რომ დაიხურება, ხმები მაშინ კი არ დაითვლება, არამედ აპარატი პირდაპირ გვაჩვენებს საბოლოო შედეგებს. 8 საათზე უკვე გვეცოდინება, 3800-ივე უბანზე რამდენი ამომრჩეველი გამოცხადდა, ვინ რამდენი ხმა მიიღო. გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ ეს გარღვევა იქნება. ასევე შევთანხმდით ცესკოს დაკომპლექტებისა და ხმების გადათვლის წესებზე.

- იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ თქვენი იმედი აქვს, თუ პარლამენტში შეხვალთ, წინ წამოწევთ მისთვის საინტერესო საკითხს, ანუ სრულად პროპორციულ სისტემას თავისი ნულოვანი ბარიერით...
- არ მაინტერესებს, იაგო ხვიჩია რას ამბობს, ისევე როგორც არ მაინტერესებს დანარჩენი ოპოზიცია. ჩვენ ჩვენი გეზი, საქმე გვაქვს.

- მან თქვა, რომ თქვენთან თანამშრომლობას აპირებს. ტყუილად აქვს ამის იმედი?
- ასე გამოდის. ჩვენ ორი კაცი ვართ და ჩვენი მიზნებიც გვეყოფა. ისედაც ბევრის მაგივრად ვიბრძვით.

- ესე იგი პარლამენტში შედიხართ.
- შეიძლება, ვნახოთ, რას გადაწყვეტს "ქართული ოცნება" პოლიტპატიმრების საკითხზე.

- თუ "ოცნება" თქვენს წინადადებებზე უარს იტყვის, ბრძოლას მარტო გააგრძელებთ თუ ისევ ოპოზიციასთან შეეცდებით საერთო ენის გამონახვას?
- ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა ოპოზიციის გარეშე გაგრძელდება. თუ "ოცნებასთან" ვერაფერზე შევთანხმდებით, იქ ვიქნებით, სადაც ვართ - დავიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს და პარლამენტში არ შევალთ.

საერთოდ, არა გვაქვს მარტო ყოფნის პრობლემა. საკრებულოში 50 კაცის წინააღმდეგ ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი და არაფრის არ მეშინოდა. ვიცოდი, რასაც ვემსახურებოდი, ხალხს, ქალაქს და არც ახლა არაა პრობლემა, სად ვიქნებით, იმავეს ვაპირებთ. ბრძოლას მარტო გავაგრძელებთ, ხალხის სამსახურში ვართ. ხალხი ხმას რომ გვაძლევდა, ჩვენს პარტიას აძლევდა და არა იმას, თქვენი პარტია რომ კიდევ ვიღაცასთან იქნება და ვიღაცას აზრს ჰკითხავსო. მართლა გვსურდა, რომ რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი ხელიდან გამოგვეგლიჯა ხელისუფლებისთვის. ვიღაცებმა ფორმალურად თქვეს, ვითომ ეს ოთხი საკითხი აინტერესებდათ. საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი - ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს არეულობა. რა ვქნა, ყველას თავის საქმეში გაუმარჯოს. მე დავამთავრე მაგათთან საუბარი.

- ოპოზიცია პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების გაპროტესტებას იწყებს. არც ამ საკითხში შეუერთდებით?
- შეზღუდვებს მაგათ გარეშეც ვაპროტესტებდი.

ხათუნა ბახტურიძე
nona
27 იანვარი 2021 11:32
daazustos romeli poltpatimris bedi acuxebs: ruruas tu Garejis gamsxviseblebis?
ვაკო
25 იანვარი 2021 14:30
ნეტავ თქვენსავით სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს ყველა ქართული "პარტია".
(ბოტების არიმიამ არგუმენტებით ისაუბრაონ და არა "ემოციებით".)
ხვიჩა
25 იანვარი 2021 13:49
ბოლობოლო თქვი რამდენი და გავათავოთ ამდენი ბაზარი და ვითომ საარჩევნო კოდექსი და პოლიტპატიმარი,თუ შეხვალ შენთვის კაი და თუარადა არცარაფერი დაუშავდება ოცნებას,ყველამ გაიგო და შეიგნო რომ არგაყალბებულა და რეებს არახუნებ,რომელი პოლიტპატიმარიაბანდიტი და მხედრიონელი დაქირავებული კილერი ჟორიკა რურუა ერთი მითხარი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები