"უეც­რად, ვი­ღაც გვერ­დი­დან მე­უბ­ნე­ბა - კუდა ტი ლე­ტიშ? აი, მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ..." - რას იხსენებს ჩინოვნიკი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი თბილისიდან სტრასბურგში ჩაიტანა
"უეც­რად, ვი­ღაც გვერ­დი­დან მე­უბ­ნე­ბა - კუდა ტი ლე­ტიშ? აი, მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ..." - რას იხსენებს ჩინოვნიკი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი თბილისიდან სტრასბურგში ჩაიტანა
13:28 / 25-01-2021
"თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში არ ჩაეტია და 5 საათი მუხლებზე დადებული ვატარე ჩემოდანი" - რას იხსენებს ჩინოვნიკი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი თბილისიდან სტრასბურგში ჩაიტანა

2021 წლის 21 იან­ვარს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - 12-წლი­ა­ნი და­ვის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას მო­უ­გო დავა. სა­და­ვო სარ­ჩელ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­ი­ტა­ნა, რუ­სეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი 8 მუხ­ლის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო და­ე­თან­ხმა სა­ქარ­თვე­ლოს
მო­თხოვ­ნას, რომ რუ­სეთ­მა აგ­ვის­ტოს ომის დროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის არა­ერ­თი მუხ­ლი და­არ­ღვია - გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და, ასე­ვე რუ­სეთს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი წა­მე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის­თვის.

რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლის წერა 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო.
მის მომ­ზა­დე­ბა­ში იმ­ჟა­მინ­დე­ლი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე ჩი­ნოვ­ნი­კი, მათ შო­რის მი­ნის­ტრი ნიკა გვა­რა­მია, მო­ად­გი­ლე თინა ბურ­ჯა­ლი­ა­ნი და სხვე­ბი პი­რა­დად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი. "პოსტ ფაქ­ტუმ­მა" სარ­ჩე­ლის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ზე ვრცე­ლი სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ჩი­ნოვ­ნი­კი ჩა­წე­რა, რომ­ლე­ბიც სარ­ჩე­ლის მზა­დე­ბი­სა და სტრას­ბურ­გამ­დე მი­ტა­ნის საქ­მე­ში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი.
ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში და­ზუს­ტე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლი ქარ­თულ მხა­რეს 2009 წლის 6 თე­ბერ­ვალს უნდა წა­რედ­გი­ნა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი ლე­ვან მეს­ხო­რა­ძე, რო­მე­ლიც 2009 წელს სტრას­ბურ­გში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, იხ­სე­ნებს რო­გორ წა­ი­ღო სა­კუ­თა­რი ხე­ლით თბი­ლი­სი­დან სტრას­ბურ­გში 23 კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცია - სა­ქარ­თვე­ლოს სარ­ჩე­ლი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. მა­შინ მეს­ხო­რა­ძე 23 წლის იყო. სწო­რედ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე გან­ხი­ლუ­ლი საქ­მე­ე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ I (ე.წ. "დე­პორ­ტა­ცი­ე­ბის საქ­მე"), სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ II (ე.წ. "აგ­ვის­ტოს ომის" საქ­მე).

"როცა აე­რო­პორ­ტში ავ­წო­ნე, აღ­მოჩ­ნდა 23 კილო, სამი ასლი ჩვე­ნი სა­ჩივ­რი­სა, მთე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და და­ნარ­თე­ბით. უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აე­რო­პორ­ტში ვერ ვე­უბ­ნე­ბი, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი მი­მაქვს, ეს მხო­ლოდ მე ვიცი და მი­ზეზს ვერ ვამ­ბობ" - იხ­სე­ნებს მეს­ხო­რა­ძე "პოსტ ფაქ­ტუმ­თან" სა­უ­ბარ­ში.

სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აე­რო­პორ­ტის ოფი­ცე­რი და­არ­წმუ­ნა და დო­კუ­მენ­ტა­ცია ბორტზე აი­ტა­ნა:

"თვითმფრი­ნა­ვის ბარ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ ჩა­ე­ტია და 5 სა­ა­თი მუხ­ლებ­ზე და­დე­ბუ­ლი ვა­ტა­რე ეს ჩე­მო­და­ნი. სა­პირ­ფა­რე­შო­შიც ვერ გა­ვე­დი, ვერ ვტო­ვებ­დი სა­ჩი­ვარს, იმი­ტომ რომ შე­იძ­ლე­ბო­და ბორტზე რუ­სე­თის აგენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო და რა­ი­მე მო­ე­მოქ­მე­დე­ბი­ნა..." - ამ­ბობს სტრას­ბურ­გში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

მეს­ხო­რა­ძემ გა­იხ­სე­ნა კი­დევ ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში, შარლ დე გო­ლის აე­რო­პორ­ტში მოხ­და, სა­დაც ის გა­დაჯ­დო­მას ელო­და:

"უეც­რად, ვი­ღაც გვერ­დი­დან მე­უბ­ნე­ბა - კუდა ტი ლე­ტიშ? აი, მა­შინ, სი­მარ­თლე გი­თხრათ ვი­ფიქ­რე, რომ ეს პრო­ცე­სი დას­რულ­და და რუ­სებ­მა ასე მარ­ტი­ვად მი­აღ­წი­ეს თა­ვის სა­წა­დელს. ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი, რაც გა­ვე­ცი მა­შინ პა­რი­ზის აე­რო­პორ­ტში, იყო: ნი კუდა" - თქვა მეს­ხო­რა­ძემ.
გოგი
25 იანვარი 2021 16:36
ეგ კაცი მედლითუნდა დააჯილდოვოთ რუსულად რომ უპასუხა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები