როგორ აფასებენ გიორგი გახარიას მუშაობას NDI-ის კვლევით თანახმად
როგორ აფასებენ გიორგი გახარიას მუშაობას NDI-ის კვლევით თანახმად
NDI: გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% - ცუდად - როგორ არის შეფასებული პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მუშაობა?

ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) დე­კემ­ბრის თვე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, გა­მო­კი­თხულ­თა 50% და­დე­ბი­თად ფა­სებს, 38% კი ცუ­დად. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბას, გა­მო­კი­თხულ­თა, 46% მას და­დე­ბი­თად აფა­სებს, 32% სა­შუ­ა­ლოდ, 17% კი ცუ­დად.

NDI-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, გა­მო­კი­თხულ­თა 36% მის საქ­მი­ა­ნო­ბას უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს, 34% სა­შუ­ა­ლოდ,
15% კი კარ­გად.

გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას კარ­გად 15% აფა­სებს, ცუ­დად 34%, სა­შუ­ა­ლოდ კი 36%. სა­სა­მარ­თლო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას და­დე­ბი­თად გა­მო­კი­თხულ­თა 13% აფა­სებს, სა­შუ­ა­ლოდ 30%, ცუ­დად კი 29%.

რაც შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბას, გა­მო­კი­თხულ­თა 32% მას უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს, 27% სა­შუ­ა­ლოდ, ხოლო 24% კარ­გად.

ცნო­ბის­თვის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ
სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­სუ­ლი წლის 17-24 დე­კემ­ბე­რის პე­რი­ოდ­ში ჩა­ა­ტა­რა. ჯამ­ში კი კვლე­ვა 2,053 დას­რუ­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს მო­ი­ცავს. სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი კი +/- 1.1%-ია. კვლე­ვი­სას, რეს­პონ­დენ­ტე­ბი მარ­ტი­ვი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის გზით - შემ­თხვე­ვით ნო­მერ­ზე და­რეკ­ვის მე­თო­დით შე­ირჩნენ. ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჩა­ტარ­და ქარ­თულ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ, სომ­ხურ და რუ­სულ ენებ­ზე. კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თია (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). გარ­და ამი­სა, კვლე­ვა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თია თბი­ლი­სის, ურ­ბა­ნუ­ლი და სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბე­ბის­თვის.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები