"ყოველდღე ვესაუბრები ახლობლებს ევროპაში, კაფე - ბარებიც, მეტროც, მოლებიც და რესტორნებიც, მკაცრი რეგულიაციებით მუშაობს" - კვირის პალიტრა

"ყოველდღე ვესაუბრები ახლობლებს ევროპაში, კაფე - ბარებიც, მეტროც, მოლებიც და რესტორნებიც, მკაცრი რეგულიაციებით მუშაობს"

საზოგადოების დიდი ნაწილი ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. შემოღებული რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით აქციაც გაიმართა. საზღვარგარეთ არსებული მდგომარეობა მოყავთ მაგალითად "ფეისბუქის" პირად გვერდზე პროდუსერ ნატო დუმბაძეს და მომღერალ ლაშა ღლონტს:

მუსიკალური პროდუსერი ნატო დუმბაძე:

"მოკლედ, ყოველდღე ვესაუბრები ახლობლებს ევროპაში, დღეს მოსკოვში მყოფებს ვესაუბრე, სკოლები, ბაღები,ტრანსპორტი , კაფე - ბარებიც, მეტროც, მოლებიც და რესტორნებიც, მკაცრი რეგულიაციებით მუშაობს,კომენდანტიც არ არის და დღეში 3000 ინფიცირებული! და აქ რატომ აყვირებენ და ანერვიულებენ ხალხს, ვინმე აგვიხსნის?გამობრძანდით, აგვიხსენით დაგვიყვავეთ და დაგვამშვიდოთ იქნებ, მარტო გამოკეტვა არ გვიშველის მალე!

მგელი მგელის არ იყოს რა!" - წერს ნატო დუმბაძე.

მომღერალი ლაშა ღლონტი:

"ახლა ვესაუბრე ჩემს ამერიკელ მეგობრებს. კაფეები და რესტორნები, ასევე კინოთეატრები მაყურებელთა და დამსწრეთა რაოდენობის 50% იანი დასწრების უფლებით გახსნილია. ჩვენთან რომ გავაკეთოთ იგივე არ შეიძლება რეკომენდაციების დაცვით?" - წერს ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში.