"საინტერესოა, რატომ არ ისმის დავით უსუფაშვილის, კახა კოჟორიძის, ლევან კობერიძის ხმა, მამუკა კაციტაძე იყო იქ - მაინტერესებს მათი აზრიც" - კვირის პალიტრა

"საინტერესოა, რატომ არ ისმის დავით უსუფაშვილის, კახა კოჟორიძის, ლევან კობერიძის ხმა, მამუკა კაციტაძე იყო იქ - მაინტერესებს მათი აზრიც"

მოვესწარი იმ დღეს, როდესაც უნდობლობას უცხადებს NDI-ის ოპოზიცია, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემა "360 გრადუსში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის შეფასებით, ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს გავიდა.

"ხელისუფლება NDI-ის ანგარიშს ყოველთვის უწევდა ანგარიშს, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც არჩევნების წინ NDI-ის გამოცხადებული რიცხვები და არჩევნების შედეგი 20%-ზე მეტად არ იქნება განსხვავებული, მაშინ გამოვუცხადებ უფრო მეტ ნდობას - მეთქი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც საპირისპიროს ამბობდა ყოველთვის და ახლა რატომღაც ეჭვი შეიტანეს მეთოდოლოგიაში, კეთილსინდისიერებაშიც - ნუ კეთილსინდისიერებაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ელჩებზე და ჩვენს მეგობრებზე და პარტნიორებზე ამბობდნენ, საერთოდ გავიდა ჩვენი ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ჩვენ ვერ მივბრუნდებით იმ მაგიდასთან, საიდანაც არ გავსულვართ და სადაც ვართ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი პარტია 2 მილიონი ადამიანის არჩევანს წყალში ვერ გადაყრის, დანარჩენისთვის კი მზადაა.

ამასთან, სუბარი ამბობს, რომ ოპოზიცია ერთის მხრივ მანდატების შეწყვეტას ითხოვს, მეორეს მხრივ კი განგაშს ტეხს, მანდატების შეწყვეტაზე.

"უბრალოდ, საჭიროა გონივრული პოზიცია იმისთვის, რომ შემდეგი მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ჩვენ ვთქვით, რომ 2 000 000 ადამიანის არჩევანს ხაზს არ გადავუსვამთ, წყალში არ გადავყრით. დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ. უცნაურობა რა არის იცით? - ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, განცხადებები დაწერეს და ითხოვენ, რომ მანდატი შეუწყდეთ. მეორე მხრივ, რამდენიმე დღეა რამდენიმე პოლიტიკოსმა განგაში ატეხა, პირველი მამუკა ხაზარაძემ დაიწყო, რომ "ქართული ოცნება" აპირებს მათ მანდატები შეუწყვიტოს და დარჩეს პარლამენტში მარტო.

მამუკა ხაზარაძე ერთის მხრივ ითხოვს მანდატების შეწყვეტას და მეორეს მხრივ განგაშის ზარებს შემოჰკრა, რომ რა ხდება მე მგონი, ესენი გვიწყვიტავენ მანდატებს და ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ არადემოკრატიულიაო, გაგვაგებინოს ბოლო-ბოლო, როგორ მოვიქცეთ, რა უნდა, შევუწყვიტოთ, თუ არ შევუწყვიტოთ", - განაცხადა სუბარმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ საინტერესოა "ლელოს" სხვა წევრების პოზიცია, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ მკვეთრი პოზიციები, თუმცა ახლა მათი ხმა არ ისმის.

"იგივე მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა, რატომ არ ისმის დავით უსუფაშვილის ხმა, კახა კოჟორიძის ხმა, მამუკა კაციტაძე იყო იქ, მაინტერესებს მათი აზრიც", - განაცხადა სუბარმა.

წაყვანის რეპლიკაზე, რომ დავით უსუფაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სუბარმა უპასუხა: "რაღაც საეჭვო განცხადებაა ეგეც, მაგრამ კაი... კოჟორიძესაც იგივე პრობლემა აქვს? კარგი, კაციტაძე გასაგებია, პარლამენტში არ შესულა, მაგრამ მაინც ჰქონდათ ყოველთვის თავისი მკვეთრი პოზიციები. ლევან კობერიძის ხმა არ გაგვიგია არსად, ეთანხმებიან ისინი ამ პოზიციას?"

მისივე თქმით, მსგავსი კითხვებია სხვა პარტიებთან დაკავშირებითაც.

"მიუხედავად იმისა, რამდენად მომწონს ხოლმე ქალბატონი სალომე სამადაშვილის აზრები ძალიან ბევრ თემაზე, სამადაშვილსაც, გოცირიძესაც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ვატყობ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები აქვთ თანაგუნდელებისგან, მათ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით, რომ არ ემხრობოდა ბოიკოტს და არ შესვლას თუმცა, იმისთვის, რომ შემდეგ ველური გამოხტომები არ ყოფილიყო მის წინააღმდეგ, რაც ბათუმში ვიხილეთ, საერთოდ, პარტიიდანაც წავიდა, თანამდებობიდანაც, სად წავიდა, არ ვიცით", - განაცხადა მან.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ რომან გოცირიძემაც და სალომე სამადაშვილმაც დაწერეს განცხადება მანდატების გაუქმების თაობაზე, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ "ეტყობა, მათ წინასწარ იცოდნენ, რა ემუქრებოდათ".

"ისევ ბათუმის, ჩავლეიშვილის წინააღმდეგ ჩადენილ, ძალიან ცუდ გამოხტომას გავიხსნებ. არ არის აუცილებელი მხოლოდ ქმედებით ნაგვის თავზე დაყრა, ის ბულინგი, სიტყვების წამოძახილი, რაც მოდის ხოლმე მათი კოლეგებისგან, იგივე თავზე ნაგვის დაყრაა. როცა, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ყოფილი პროკურორი ზის და "თავი ამოყავით ახლა, საცივებიდან, აბა, რას აკეთებთ და ქუჩაში როდის გადიხართ, რევოლუციის თავი, ან ერთი ადგილი თუ გაქვთ", ასეთი ტონით ელაპარაკება, ეს საწყლები, ღირსებაშელახული ანგარიშს აბარებენ აკანკალებული ხმით, "იცი, რა მე უკვე ამოვყავი დიდი ხანია თავი საცივიდან", "მე არც ჩამიდია, რადგან საცივი არ მიყვარს და მზად ვარ ქუჩაში გასასვლელად", რა თქმა უნდა, დედას გეფიცები, პარლამენტში არ შევალ, როცა ასეთი ტონით ლაპარაკობენ, საერთოდ, რომელ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, გამაგებინეთ, მართლა რა ხდება ამ ოპოზიციაში, იქნებ ვინმემ, დასვას კითხვა", - აღნიშნა სუბარმა.

"ბულინგი, რაც მოდის მათი კოლეგებისგან, იგივე თავზე ნაგვის დაყრაა - საწყლები ანგარიშს აბარებენ აკანკალებული ხმით: "მე უკვე ამოვყავი თავი საცივიდან", "მე არც ჩამიდია, რადგან საცივი არ მიყვარს, მზად ვარ ქუჩაში გასასვლელად"

სუბარის თქმით, მსგავსი ბულინგის პირობებში, რომელ პოლიტიკაზეა საუბარი.

სოზარ სუბარის განცხადებით, მაგალითად, სალომე სამადაშვილს და რომან გოცირიძეს განსხვავებული პოზიციები აქვთ თანაგუნდელებისგან.

"მიუხედავად იმისა, რამდენად მომწონს ხოლმე ქალბატონი სალომე სამადაშვილის აზრები ძალიან ბევრ თემაზე, სამადაშვილსაც, გოცირიძესაც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ვატყობ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები აქვთ თანაგუნდელებისგან, მათ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით, რომ არ ემხრობოდა ბოიკოტს და არ შესვლას თუმცა, იმისთვის, რომ შემდეგ ველური გამოხტომები არ ყოფილიყო მის წინააღმდეგ, რაც ბათუმში ვიხილეთ, საერთოდ, პარტიიდანაც წავიდა, თანამდებობიდანაც, სად წავიდა, არ ვიცით", - განაცხადა მან.

რეპლიკაზე, რომ რომან გოცირიძემაც და სალომე სამადაშვილმაც დაწერეს განცხადება მანდატების გაუქმების თაობაზე, სოზარ სუბარმა აღნიშნა, "ეტობა მათ წინასწარ იცოდნენ, რა ემუქრებოდათ".

"ისევ ბათუმის, ჩავლეიშვილის წინააღმდეგ ჩადენილ, ძალიან ცუდ გამოხტომას გავიხსენებ. არ არის აუცილებელი მხოლოდ ქმედებით ნაგვის თავზე დაყრა, ის ბულინგი, სიტყვების წამოძახილი, რაც მოდის ხოლმე მათი კოლეგებისგან, იგივე თავზე ნაგვის დაყრაა. როცა, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ყოფილი პროკურორი ზის და "თავი ამოყავით ახლა, საცივებიდან, აბა, რას აკეთებთ და ქუჩაში როდის გადიხართ, რევოლუციის თავი, ან ერთი ადგილი თუ გაქვთ", ასეთი ტონით ელაპარაკება, ეს საწყლები, ღირსებაშელახული ანგარიშს აბარებენ აკანკალებული ხმით, "იცი, რა მე უკვე ამოვყავი დიდი ხანია თავი საცივიდან", "მე არც ჩამიდია, რადგან საცივი არ მიყვარს და მზად ვარ ქუჩაში გასასვლელად", რა თქმა უნდა, დედას გეფიცები, პარლამენტში არ შევალ, როცა ასეთი ტონით ლაპარაკობენ, საერთოდ, რომელ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, გამაგებინეთ რა, მართლა რა ხდება ამ ოპოზიციაში, იქნებ ვინმემ, დასვას კითხვა", - აღნიშნა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"