"მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან" - კვირის პალიტრა

"მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან"

ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან, - ასეთი პროგნოზი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მეტი წარმომადგენელი ერთვება, რომელთაც მაქსიმალურად უნდა მიეცეთ რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა.

დღეს პარლამენტი რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესულ უფრაქციო დეპუტატებს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, უმრავლესობის გარეთ მყოფ უფრაქციო დეპუტატებს საპარლამენტო გამოსვლებისას იგივე დრო ექნებათ, რაც ფრაქციისთვის არის განსაზღვრული.

"ინტერპრესნიუსი"