"იაგო ხვიჩიას მისამართები ერევა ხოლმე" - კვირის პალიტრა

"იაგო ხვიჩიას მისამართები ერევა ხოლმე"

იაგო ხვიჩიას, იმის მიუხედავად, რომ ცდილობს გარკვეულ მომენტებში კონსტრუქციული იყოს, მისამართები მინიმუმ ნახევრად ერევა ხოლმე, - ასე პასუხობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან "გირჩი - ახალი პოლიტკური ცენტრის" ერთ- ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" პარლამენტარიზმს ანგრევენ.

მდინარაძე ხვიჩიასგან არგუმენტებს ელოდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანგრევს "ქართული ოცნება" პარლამენტარიზმს.

"ასე ზეპირად გაყალბებულ არჩევნებზეც საუბრობენ, მაგრამ არგუმენტები არ აქვთ. "ნაციონალური მოძრაობა" რატომ ანგრევს ეს სიმართლე გასაგებია, ვიცით, მაგრამ იმიტომ, რომ ოპოზიციონერი ხარ "ქართულ ოცნებასაც" იგივე უნდა დააბრალო, ეს არ არის ობიექტური, თორემ დაბრალების იქით, ბევრი შეიძლება გასაკრიტიკებელი გვქონდეს და სადაც საკრიტიკოა, გაგვაკრიტიკოს. მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობასთან" ერთად "ქართული ოცნებაც" ახსენოს, კრიტიკა არ უნდა მოდიოდეს ჩვენზე,"- განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"