"თუ სწრაფად არ ვიმოქმედებთ, 1783 წლის სცენარის განმეორებას ვერ გამოვრიცხავთ... ბიძინამაც ხელები დაიბანა" - კვირის პალიტრა

"თუ სწრაფად არ ვიმოქმედებთ, 1783 წლის სცენარის განმეორებას ვერ გამოვრიცხავთ... ბიძინამაც ხელები დაიბანა"

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის საკითხსა და ამ მოცემულობის საქართველოსთან კავშირს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

"ალბათ, უკვე დროა სერიოზული დისკუსია გაიხსნას ე.წ. "ექვსთა პლატფორმის" თაობაზე, რადგან სრულიად აშკარაა, რომ ძირითადი მოთამაშეები აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა უზარმაზარ შესაძლებლობებს აჩენს რეგიონალური ეკონომიკური სისტემების განვითარების თვალსაზრისით, შექმნილი მოცემულობა საქართველოსთვის დაკავშირებულია სერიოზულ საფრთხეებთან.

ერთი მხრივ, თითქოს წარმოუდგენელია რუსეთთან ერთად ჩვენი მოაზრება რაიმე ტიპის სისტემაში, მაგრამ მეორე მხრივ, თუ სწრაფად არ ვიმოქმედეთ, ვერ გამოვრიცხავთ 1783 წლის სცენარის განმეორებას... ბიძინამაც ხელები დაიბანა...", - წერს გია ხუხაშვილი.