გიორგი ბარამიძე და მისი მეუღლე 2-2 ათასი ლარით დააჯარიმეს - რას წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

გიორგი ბარამიძე და მისი მეუღლე 2-2 ათასი ლარით დააჯარიმეს - რას წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში?

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე და მისი მუეღლე პოლიციამ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობის გამო დააჯარიმა. ამის შესახებ პოლიტიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს რომ 2000- 2000 ლარით დაჯარიმებულები ვართ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობის გამო. ავუხსენი, რომ ეს მოქმედება იყო ჩვენი პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკური მოტივებით მოქმედი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი და ხალხის კიდევ უფრო მეტად გამაღარიბებელი შეზღუდვების წინააღმდეგ.

ამიტომ ცხადია, არ ვეთანხმები ამ ჯარიმის სამართლიანობას და ვაპირებთ შესაბამისი წესით სასამართლოში გავასაჩივროთ.

არა პოლიტიკურ შეზღუდვებს!" - წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

წყარო

გიორგი ბარამიძე დაქორწინდა - ვინ არის პოლიტიკოსის რჩეული?