"გახარია 3 წელი იყო "ქართული ოცნების" მეხამრიდი!...არასოდეს მიდიან იმისთვის, რომ აღარ დაბრუნდნენ!..." - კვირის პალიტრა

"გახარია 3 წელი იყო "ქართული ოცნების" მეხამრიდი!...არასოდეს მიდიან იმისთვის, რომ აღარ დაბრუნდნენ!..."

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია გიორგი გახარია პრემიერობიდან გადადგომას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"გახარია 3 წელი იყო "ქართული ოცნების" მეხამრიდი! აი, ფეხბურთელი რომ მკერდით იღებს ბურთს, ზუსტად ასე იღებდა საკუთარ თავზე ყველა პოლიტიკურ, სოციალურ, პანდემიურ, ეკონომიკურ დარტყმას. ...და 3 წელი იმსახურებდა აპლოდისმენტებს. ახლა, თუ დაგვაჯერეს, რომ ის იყო ნაცი, ქრთამისტი, გამყიდველი, ელისოს და პეტრეს პატრონი, მელიას დამცველი მილიონის სანაცვლოდ, მაშინ ეჭვქვეშ დგება ყველა მისი გადაწყვეტილება, მისი მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული ყველა საკითხი, მისი "გაპრავებული" არჩევნები", მისი წარმოდგენილი და პარლამენტის მიერ ტაშით დამტკიცებული ბიუჯეტი, მისი მკერდით დაცული "ქართული ოცნება" და საერთოდ ყველაფერი, რაც მოხდა გახარიას პრემიერობის დროს!... იმიტომ, რომ ის არ იყო უბრალოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების სიმბოლური ხელმძღვანელი. ის იყო ნაღდი პრემიერმინისტრი, თავისი უფლებებით, პასუხისმგებლობებით და საკუთარი პოლიტიკური კურსით!

ასეთ პირობნებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად მიდიან, ტალახს არ ესვრიან! ასეთ ფიგურებს,როგორც ისტორია გვეუბნება, ან ლიდერად აქცევენ,.. ან კლავენ...

... და ერთიც, ისინი არასოდეს მიდიან იმისთვის, რომ აღარ დაბრუნდნენ!..." - წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

წყარო