"თუ გგონიათ, ეს მარტო ორი შიდა ძალის- ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაა, ცდებით"
"თუ გგონიათ, ეს მარტო ორი შიდა ძალის- ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაა, ცდებით"
"ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ ტერიტორიები დავკარგოთ"

"ორი ძალის ძიძგილაობის გაგრ­ძელება­ აღარ შეიძლება. ერთადერთი ხსნაა დასავლეთის არა მარტო სიტყვიერი, არამედ რეალურად მხარში დადგომა და დალაპარაკება როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან. დღეს ზუსტად იმავე სიტუაციაში ვართ, როგორშიც 1918-1921 წლებში ვიყავით. ჩვენთან ბევრია ისეთი, ვისაც ქვეყნის "გაწითლება" სურს. გონს თუ არ მოვეგეთ და ამასთან რუსეთმაც დასავლეთისგან მინიმალური გარანტიები­ მიიღო, ის ოკუპაციას განაახლებს და ეს სავსებით შესაძლებელია წელსვე",- ამბობს სახელმწიფო უშიშროების
სამინისტროს აკადემიის ყოფილი რექტორი თენგიზ ენდელაძე, რომელიც "კვირის პალიტრას" საქართველოში უცხო სპეცსამსახურების მიზნებზე, დესტაბილიზაციის სავარაუდო სცენარების განვითარებასა და საფრთხეების თავიდან აცილების გზებზე ესაუბრა:

- ძალიან საშიში ვითარებაა საქართველოში. ხელისუფლებასაც და ოპო­ზიციასაც უნდა ეყოს გონიერება და შეთანხმებისთვის­ ყველაფერი იღონონ. ეს უპირველესად ხელისუფლებას მართებს, ის არის ყველაფ­ერზე
პასუხისმგებელი. არავითარი წითელი­ ხაზები, სასწრაფოდ უნდა მოილაპარაკონ. მანამდე კი, ჩემი, როგორც ყოფილი თანამშრომლის თხოვნა იქნება, ხელისუფლებამ მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურს, გამოითხოვოს მოკლე ანალიტიკური ცნობები, თუ რა ხდება­ მეზობელ სახელმწიფოებში, როგორ აქვთ გაძლიერებული "ინტერესი" ჩვენ მიმართ. მერე ხელისუფლება დაფიქრდეს და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება.

- ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია როგორ შეიძლება გამოიყენონ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა?
- გამოიყენებენ კი არა, სამი ათეული­ წელია იყენებენ, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. თუ გგონიათ, ეს მარტო ორი შიდა ძალის- ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირ­ებაა, ცდებით. ეს არის ორი სამყაროს- დას­ავლეთისა და ჩრდილოეთის დაპირისპირება.

ჩრდილოეთს უკვე შეუერთდნენ ირანი, თურქეთი, რომელიც თანდათან ძლიერდება. როგორ გგონიათ, ის პოზიციას დათმობს? საქართველოში ყველაზე მეტად რუსეთის დიდი ინტერესი იკვეთება, დასავლეთის განსაზღვრული ინტერესი კი მის წისქვილზე ასხამს წყალს. მათგან მუდმივად გვესმის, საქართველოს ვუდგავართ მხარშიო და ა.შ., მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისინი არიან მზად, რომ რეალურად დაგვეხმარონ.

არ გაინტერესებთ, რა შედის ბიუჯეტში, როცა ყველაფერი გაჩერებულია? სულ მალე ხელისუფლებიდან ვიღაცას წამოსცდება, თქვენი გადასახადებიდან არ ვიღებთ ხელფასებს (ანუ ჩვენსას), დასავლეთი გვაძლევს ფულსო და ეს მართლაც ასეა. ისინი დასავლეთისგან იკვებებიან.

თუკი დასავლეთი ფიქრობს, რომ ხელისუფალი რაღაცაში ცდება და მისი შეჩერება სურთ, უფრო მკვეთრი განცხადებები უნდა გააკეთონ- შემოიღონ სანქციები, შეუზღუდონ, ასე ვთქვათ, "ინიექცია", რითაც ინახავენ და აცოცხლებენ ასეთ ხელისუფლებას, სერიოზულად ჩაერიონ და განმუხტონ პოლიტიკური კრიზისი. ეს ორი ძალა ასე იოლად არ შერიგდება, არც ერთი არ დათმობს, ამიტომ მათი შერიგება იძულებით უნდა მოხდეს.

ღარიბაშვილი მოსვლის დღიდან განადგურებით იმუქრება და არა მგონია, ახლა შეურიგდეს ოპოზიციას. აუჩემებია, "ნაციონალური მოძრაობა", "ნაციონალური მოძრაობაო" და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლანძღავს. შე დალოცვილო, შს მინისტრი იყავი და თუ არ მოგწონს მათი ზონდერები, რატომ დაიტოვე შსს-ში? პრემიერ-მინისტრი გახდა და არც მაშინ მოუმოქმედებია რამე. გაიხსენეთ, როგორ გაანადგურა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომლებიც მერე კიდევ გამოჩნდა და რომელსაც, სხვათა შორის, მისი სამსახურიც იყენებდა.

- დესტაბილიზაციის შემთხვევაში, ყველაზე უარესი რაშეიძლება მივიღოთ?
- წარმოდგენაც არ მინდა... შეიძლება ხელისუფალი დამშვიდებულია და ჰგონია, აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ მეეჭვება. მაშინ ასეთი ვითარება არ იქნებოდა ქვეყანაში არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით. კვირა არ გავა, საზღვრისპირა სოფლებიდან ვიღაც არ გაიტაცონ, ცხინვალი ბიუჯეტს ჩვენი გადახდილი ფულით ივსებს, ჩვენები კი, ბოდიში და, ამთქნარებენ.
2008 წლის შემდეგ რამდენი წელი გავიდა და დავიჯერო, ჩვენი პოლიციელები ერთხელ მაინც არ შეესწრნენ მათ თავაშვებულობას? სისხლის ღვრისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ ისინიც ხედავენ ამ უუნა­რობას და ამიტომაც იქცევიან ასე...

ყველა პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიდიოდა, მიდის და მომავალში იქნება, უცხო სპეცსამსახურების ხელი ურევია. ვერავინ დამაჯერებს, რომ ორივე მხარე მათი ჩარევის გარეშე იმოქმედებდა ისე, როგორც მოქმედებს.

სპეცსამსახურებს ძალიან კარგად აქვთ შესწავლილი ნებისმიერი ერის ფსიქოლოგია და განწყობები და იციან, შექმნილ სიტუაციაში როგორ იმოქმედებს. ზოგიერთი ქვეყნის ელჩი არა მარტო უბრალოდ ელჩია, არამედ რეზიდენტიც, ანუ განაგებს ყველა მზვერავს. საერთოდ, საელჩო დაზვერვაზე მუშაობს და მას ელჩი ხელმძღვანელობს. მათ ძალიან კარგად იციან, რა ხდება ჩვენთან, ჩვენებმა ხომ იციან და იციან. თუ სუს-მა არ იცის, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

საინტერესო ისიცაა, უსმენენ კი ჩვენი სპეცსამსახურები, ან რაიმე ინფორმაციას იღებს დაზვერვა თუ კონტრდაზვერვა?­ ჯერ ერთი, ესენი ინფორმაციას საზღვარგარეთიდანაც უნდა იღებდნენ, აქედან- თავისთავად, მერე ამას აანალიზებდნენ და აწვდიდნენ ხელისუფალს. მუშაობენ თუ არა ისინი სათანადოდ, ამას გარკვევა უნდა. ისიც გასარკვევია, რა ნიშნით ნიშნავენ დღეს თანამდებობებზე- იმათ კი არ ნიშნავენ, ვისაც სპეცგანათლება აქვთ, ხელმძღვანელ თანამდებობაზე ლამის ბავშვები არიან და ისინი ასწავლიან გამოცდილებს.

- თუ გაქვთ წარმოდგენილი, რა სცენარები შეიძლება ჰქონდეთ მომზადებული სპეცსამსახურებს ჩვენთან დესტაბილიზაციის გასაღვივებლად?
- არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ ტემპერატურის დაგდებას, კიდევ უფრო გაამწვავებენ ვითარებას. დაძაბული მდგომარეობიდან ყველა ცდილობს სარგებლის მიღებას. როცა ვითარება ირევა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები უფრო აქტიურდებიან და სარგებელსაც ნახულობენ. ის თანამშრომლები, ვინც ამ არევაში მონაწილეობენ, ჰონორარებსა და პრემიებს იღებენ.

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ ტერიტორიები დავკარგოთ. არაფერია გამორიცხული. რა გგონიათ, რაც ახლა ხდება, ეს გარეჯის საქმეს წაადგება, ან რუსები რომ თანდათან მოიწევენ, ამით გგონიათ, ისინი არ სარგებლობენ? ამიტომ ვიმეორებ, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ძალად შერიგება.

დასავლეთმა პირდაპირ უნდა მოუწოდოს, ისე კი არა, შეშფოთებული ვართ და დემოკრატიას ექმნება საფრთხეო. ნახეთ, გავრილოვმა რა განაცხადა? ესეც საკითხავია, ვინ დაურეკა და ვის მისცა ინტერვიუ. საქართველოში მიდის იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ტერორი, რაშიც დიდი წვლილი სპეცსამსახურებს მიუძღვით. ისინი ახერხებენ სასურველ კალაპოტში წარმართონ ეს იდეური დაპირისპირება და მისცენ მას ტერორის სახე.

- 1921 წლის ოკუპაციიდან მეასე წლისთავზე რა პარალელებს გაავლებთ იმჟამინდელ და ახლანდელ პროცესებთან და მოსალოდნელია თუ არა რუსეთისგან "სიურპრიზები"?
- არქივებში მიმუშავია და ჩათვალეთ, რომ სიტუაცია ლამის იდენტურია. მაშინაც იყო არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, კორუფცია, ნეპოტიზმი, მექრთამეობა და ა.შ. რუსეთი 25 თებერვლისთვის რომ რაღაც სიურპრიზს მოგვიწყობს, ეჭვი არ მეპარება. შეიძლება ეს არც გაახმაურონ, მაგრამ გაუმხელელი არაფერი რჩება. ერთადერთი ხსნა დასავლეთის რეალური მხარში დგომაა და მათი დალაპარაკება როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან. სადაც საჭიროა, იქ ყურიც უნდა აუწიონ ორივე მხარეს.

ეჭვი არ მეპარება, ჩვენს პარტნიორებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ და მათ მკაცრად უნდა დასვან საკითხი, ან ამას გააკეთებთ, დაილაპარაკებთ და მორიგდებით, ან გავდივართო.

- დასავლეთმა საქართველოში ამდენი ინვესტიცია ჩადო და ასე იოლად "გავა"?
- მართალია, 1920-21 წლებშიც იყო დასავლეთი ჩვენთან, მაგრამ კარგადაც შეელია საქართველოს და მხარი რუსეთს დაუჭირა. არის რეალური საფრთხე, რომ იგივე განმეორდეს. ნახეთ, რა შეტევაა ეკლესიაზე... უცხო სპეცსამსახურებმა საქართველოში იქამდე მიიყვანეს სიტუაცია, ხალხს ალაპარაკებენ და აკეთებინებენ იმას, რაც სურთ. ამ სამსახურებს აქაც ჰყავთ დასაყრდენი ყველა სტრუქტურაში, აბა, ისე რას გახდებოდნენ? ქვეყანაში ბევრია შეუგნებელი, უწიგნური და არაპროფესიონალი... მოკლედ, ყველაფრის თავიდათავი არის ის, რომ არაპროფესიონალების დოღია ქვეყანაში. ყველა სტრუქტურაში პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ. პროფესიონალი ყოველთვის იქნება საქმის ერთგული და ისეთ ხალხს შემოიკრებს, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, სამშობლოსთვის სიკეთე სურს. იმედია, კიდევ არის გონიერი ხალხი, უპირველესად სპეცსამსახურებში, და როცა მათ ყელში ამოუვათ, თვითონ გადადგამენ საჭირო ნაბიჯს. არ ვამბობ, გადატრიალებას მოაწყობენ-მეთქი, არა, ხმას აიმაღლებენ, სათქმელს იტყვიან და დააფიქრებენ ხელისუფლებას. ეს ქვეყანა თუ დაიქცა, ისინი არ მოჰყვებიან ნანგრევებში?
დიდი იმედი არა მაქვს შერიგების, მაგრამ ეს აუცილებელია. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, გინდა ვადამდელი არჩევნები უძახეთ, გინდა რიგგარეშე. პარტნიორები თუ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია მეტ-ნაკლებად მართალია და აქვს დამადასტურებელი ინფორმაცია, უთხრან ხელისუფლებას, შეგიწყვეტთ დახმარებას და დამთავრდება თქვენი საქმეო.

როგორ შეიძლება ამ ხელისუფლებას ჩვენ ვაფინანსებდეთ, როცა თვითონ უმუშევრები­ ვართ? საიდან ფინანსდებიან? ამასთან, არაფერს აკეთებენ, რომ ხალხმა მუშაობა დაიწყოს. ეს აწყობთ, რადგან დასავლეთიდან ფინანსდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობას აქეთ შეეხვეწებოდნენ, იმუშავეთ და ბიუჯეტში თანხა შემოიტანეთო.

ალექს
28 თებერვალი 2021 12:32
ნაცქოცმოქკავშირმა ყოფილ და მოქმედ სატელიტებთან ერთად შექმნა სახელმწიფო მონოპოლიზმსა და სამოხელეო პარტოკრატიულ ოლიგარქიზმს შორის გაკვეხებული ავადმყოფი ჰიბრიდი,რომლის დემოკრატიულობის კრიტერიუმია სწორედ საარჩევნო სიის სანდოობის ხარისხი და ამ სიით ჩატარებული რეფერენდუმები ,პლებისციტები და არჩევნები ,რომლებშიც მაინც ვერ "მოიყვანენ" ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ნახევარი ,დარჩენილის ნახევარს ,ემიგრაციას,ახლოსაც არ აკარებენ ურნას,ნუ ახლა რეფერენდუმი და პლებისციტი ვერ "ჩაატარენ ",ვერ "დაადგინენ" რამდენი და სად ვართ,მკვდარი გვყავს მეტი,ვიდრე ცოცხალი პენსიონერი და სოცდახმარებული ,ხოლო უმუშევარი თურმე თითოოროლაა ! რეგრესიული და მილევადი ეკონომიკური მოდელის ეფექტურობა განისაზღვრება ძირითადად თვითდასაქმებულთა დეფინიციით :დასავლეთში ეს სხვისი დამსაქმებელი საშუალო კლასია, კაპიტალისტია ,აქ კი უმუშევარი , მაგრამ 5 ,5 (რაღაცას მახსენებს ეს ციფრი !)მილიარდიან მშპ-ს "ქმნის" სტსტატისტიკურად ,ანუ ნამრავლს მინიმალური კალათის მათ რაოდენობაზე ,ამდენივეა აღურიცხავი ჩრდილოვანი ბიზნესი ,ამდენია ტარიფთა და გამოგონილ და თავსმოხვეულ სახელმწიფო და კომერციულ ,აგრეთვე საფინანსო საკრედიტო სტრუქტურების უმაღლესი და არსადნახული რენტაბელობის სერვისთა სასარგებლო ბრუნვა ,ამდენივეა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებული ტენდერებით,სახელმწიფო შესყიდვებით და აწარმოე საქართველოში მსგავსი პროექტების ფარგლებში ბიუჯეტიდან მმართველი კასტის ჯიბეებში გადაქაჩული სახსრები,კომბანკების ხელში აღმოჩენილი მილიარდობით ღირებულების სახაზინო ვალდებულებები ,ფლაგმანთა აქციები და ობლიგაციები ბირჟიანად და საბოლოო სახეა არასაბანკო დეპოზიტები რომელთა საანაბრე მერჯინი პირველია მსოფლიოში და მთლიანად თუ არა,მეტწილად ეკუთვნის ხსენებული კასტის დაუსაბუთებელ შემოსავალს ! და მაინც ალიაბალია 70 მილიარდ ავადმყოფ ლარს არ სცდება ჩვენი საწარმოთა წლიური ბრუნვა ,ჩრდილში თუა ამისი ნახევარი მაინც ასი მილიარდი ლარი ერთი კაი სოფლის ბრუნვაა ,იქ! სად და საითაც გაიხედავ ,ოთხივ გზა ხსნილია,სოფლებიც ყველგანაა ! ჩენი სოფელი კი მოქკავშირის, ნაცების და ქოცების,მათი სატელიტების კოლექტიური შემოქმედებაა !
ჩეკისტი
28 თებერვალი 2021 10:21
ქართველი ხალხის დიდ ნაწილს ვისაც პროფესიულად არ შეუსწავლია დასავლეთის ქვეყნების ისტორია, მათი საზოგადოების განვითარების დრამატული პერიპატიები ტელევიზორებიდან ნიაღვრად მომდინარე პროპაგანდით ბოლომდე ეგონა რომ დემოკრატია და სამართლიანობა სინონიმები იყო, რომ აშშ-ს და ევროკავშირის ინტერესები ემთხვეოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა უმეტესობას დაანახა, რომ ეს გაუთავებელი ლაპარაკი დასავლური დემოკრატიის სიკეთეებზე არის სრული სიყალბე! ხალხმა კარგად დაინახა, რომ ეს დასავლეთი არის ფლიდი, ორპირი, სასტიკი, რომ დასავლეთი არის ჩვეულებრივი იმპერიალისტ კოლონიზატორი, რომ ეს დასავლეთი არასდროს დაუშვებს რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და სტაბილური ქვეყანა! ვინ არის მელია, რომის ხელითაც სწორედ დასავლეთმა საქართველოს სახელმწიფოს სახეში ესროლა სამაჯური, ანუ მოახდინა ქვეყნის დესტაბილიზაციის, საქართველოს სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის და საერთოდ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობა! ასეთია ამ პირსისხლიანი იმპერიალისტების ზოგადი ბუნება. ეს გაუმაძღარი სვავები დღეს ჩვენ სამშობლოს დასტრიალებენ ყაპყაპით დროს არჩევენ რომ საბოლოოდ მოუღონ ბოლო ქართულ სახელმწიფოებრიობას!
ალექს
28 თებერვალი 2021 07:15
ეს კასტაა , კლანების კონგლომერატია ! უიდეო ფაშიოებია , არ აქვთ იდეოლოგია და პოლიტიკური კრედო, მეცნიერული მსოფლმხედველობა, ფუნქციონერი კომკავშირკელებია, რასაც ამბობენ ცრუობენ ,იმის მიღწევა , რასაც აღაიარებენ მიზნად ამ გზით არ მოხდება, რა უნდათ , სკამების უმრავლესობა, ხომ ? რისთვის, რას აშენებენ , რა ვერ ააშენეს? ესენი ხომ მოქკავშირის ლიდერებიც იყვნენ, შევარდნაძე და ესენი წერდნენ კანონს და აღასრულებდნენ ! სხვა ვინ აბა ? მითხარით ვის ქონდა ამათზე მეტი ძალა და გავლენა ედუარდის დროს ? არავის ! ახლა აკლიათ ძალა და უფლება? რა არ შეუძლიათ , აშკარად მჯობ კანონს ვერ გაიტანენ? გაიტანენ, ჭეშმარიტებას ქოცი ვერ დაბლოკავს, ამხელენ და ხალხი ქოცს მის ადგილას დასვამს თუ ისიც დესტრუქციონისტია ! ჭორით კრიტიკა და პროვოკაციით ამომრჩეველს ვერ დაარწმუნებს ნაცი ქოცს ჯობიაო, სხვა რწმენეა აქვს, პირიქით სჯერავს ! ძალაზე ხართ ? ძალითვე განიგმირებით ! გვერდში ხანჯალიც არ გამორიცხოთ ,მეგობრული ,ზურგიდან !

რუბრიკის სხვა სიახლეები