"შეძრული ვარ!", "დემოკრატიას თავს ესხმიან!" - როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება ნიკა მელიას დაკავების ფაქტს
"შეძრული ვარ!", "დემოკრატიას თავს ესხმიან!" - როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება ნიკა მელიას დაკავების ფაქტს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას და განვითარებულ მოვლენებს "ტვიტერზე" ეხმაურება.

"ძალიან სევდიანი დღე", - წერს იან კელი.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის
ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განვითარებულ მოვლებებს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმიანება.


"პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ თავდასხმას. მე, როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული
ვარ. ახლახანს წარვადგინეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ეს არ არის რაღაც ავტომატური. ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ,"- წერს ადამ კინზინგერი.

"შეძრული ვარ დღეს დილით "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში განვითარებული სცენით", - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

"თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ყველაზე უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში,"- წერს ბრიტანელი დიპლომატი.


მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. "ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია დამშვიდება და განმუხტვა ჯერ კიდევ შეიძლება" - წერს "დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ჟიგიმანტას პავილიონისი - გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

"გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! პუტინის მსგავსად გაზისა და ძალადობის გამოყენებით. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს!"- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".


ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი "გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

"ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს,"- წერს ანდერს ფოგ რასმუსენი "ტვიტერში".

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ეხმაურება.


ჰარცელის განცხადებით, საქართველოში ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას", - აცხადებს კარლ ჰარცელი.


"ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ასე ძლიერად იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას,"- წერს აპატურაი.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით
aburjga
28 თებერვალი 2021 09:34
ქართველი ხალხის დიდ ნაწილს ვისაც პროფესიულად არ შეუსწავლია დასავლეთის ქვეყნების ისტორია, მათი საზოგადოების განვითარების დრამატული პერიპატიები ტელევიზორებიდან ნიაღვრად მომდინარე პროპაგანდით ბოლომდე ეგონა რომ დემოკრატია და სამართლიანობა სინონიმები იყო, რომ აშშ-ს და ევროკავშირის ინტერესები ემთხვეოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა უმეტესობას დაანახა, რომ ეს გაუთავებელი ლაპარაკი დასავლური დემოკრატიის სიკეთეებზე არის სრული სიყალბე! ხალხმა კარგად დაინახა, რომ ეს დასავლეთი არის ფლიდი, ორპირი, სასტიკი, რომ დასავლეთი არის ჩვეულებრივი იმპერიალისტ კოლონიზატორი, რომ ეს დასავლეთი არასდროს დაუშვებს რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და სტაბილური ქვეყანა! ვინ არის მელია, რომის ხელითაც სწორედ დასავლეთმა საქართველოს სახელმწიფოს სახეში ესროლა სამაჯური, ანუ მოახდინა ქვეყნის დესტაბილიზაციის, საქართველოს სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის და საერთოდ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობა! ასეთია ამ პირსისხლიანი იმპერიალისტების ზოგადი ბუნება. ეს გაუმაძღარი სვავები დღეს ჩვენ სამშობლოს დასტრიალებენ ყაპყაპით დროს არჩევენ რომ საბოლოოდ მოუღონ ბოლო ქართულ სახელმწიფოებრიობას!
ალექს
26 თებერვალი 2021 15:53
დეგენერატი უნდა იყო, რომ ვერა ხვდებოდე,რომ ესენი მამალი ფესბეშნიკებია, გაწვრთნილი და ჩანერგილი დასავლური ნიღბებით, ყველა მათგანი ორთოდოქსი, ფუნქციონერი კომუნისტების ოჯახებიდანაა და როგორ გახდნენ ყველანი დისიდენტი მედასავლეთე? რა გზით დააგროვეს ქონებები ამ ღატაკ ქვეყანაში ? ისინი ხომ უმდიდრესი ადამიანებია ,საიდან იდეურგადამკვდარ მუდამ რევოლუციონერ მიტინგაქცია მოარულ პოლიტიკოსს, ქონება საიდან , ამის დრო სად ქონდათ ??! !
maxo
25 თებერვალი 2021 16:46
დემოკრატია 2005 წელს დემოკრატია 2007 წელს იმედში დემოკტატია ციხეში,აი ეს არის დემოკრატია ნაცურად და ევროპულად.

რუბრიკის სხვა სიახლეები