"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი"
"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი"
სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნიკა მე­ლია პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნეს. მა­ნამ­დე კი აღ­ნიშ­ნულ ოთახ­ში, ისე რო­გორც მთლი­ა­ნად პარ­ტი­ის ოფის­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ე.წ.წი­წა­კის სპრეი გა­უშ­ვეს.

ambebi.ge-ს ე­სა­უბ­რე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი ნიკა მე­ლი­ას მამა ან­ზორ მე­ლია, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ამ კად­რებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ჯერ ანა­ლი­ზის უნა­რიც კი არ მაქვს. თით­ქოს სა­დღაც სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და არა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- ხომ არ
გქონ­დათ ამ დი­ლით კო­მუ­ნი­კა­ცია თქვენს შვილ­თან?

- არა, გია ბა­რა­მი­ძის და­დე­ბუ­ლი სუ­რა­თი ვნა­ხე, ერ­თად რომ არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი. იქ მი­ვა­წე­რე, თქვენ გე­ნაც­ვა­ლეთ-მეთ­ქი. ეს იყო ჩემი სი­ტყვე­ბი, სხვა არა­ფე­რი. მთე­ლი ღამე გა­ვა­თე­ნებთ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, რო­გორ გგო­ნი­ათ შვი­ლი იქ იყოს და მა­მამ და დე­დამ და­ი­ძი­ნოს? უია­რა­ღოდ
იყ­ვნენ, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით და ნა­ხეთ, რო­გო­რი შტურ­მი მი­ი­ტა­ნეს ოფის­ზე. ამ­ხე­ლა შტურ­მი, ამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი და სპეც­რაზ­მე­ლი რაში სჭირ­დე­ბო­დათ? ეს სცე­ნა რაში სჭირ­დე­ბო­დათ? ფილ­მს გა­და­ი­ღებ­და ადა­მი­ა­ნი სას­წა­უ­ლი იყო.

100 წე­ლი­წა­დია დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის და 100 წლის თავ­ზე მოხ­და ეს, ყო­ჩაღ, ყო­ჩაღ. მარ­ტო ნიკა კი არ აიყ­ვა­ნეს, ოფი­სი და­ან­გრი­ეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბიც წა­ი­ღეს ოფი­სი­დან.

- გქონ­დათ მო­ლო­დი­ნი იმის, რომ და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ? გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები