"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი" - კვირის პალიტრა

"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი"

სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

ambebi.ge-ს ესაუბრება დაკავებული ნიკა მელიას მამა ანზორ მელია, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- შოკირებული ვარ, ამ კადრებს რომ ვუყურებდი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ჯერ ანალიზის უნარიც კი არ მაქვს. თითქოს სადღაც სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა საქართველოში.

- ხომ არ გქონდათ ამ დილით კომუნიკაცია თქვენს შვილთან?

- არა, გია ბარამიძის დადებული სურათი ვნახე, ერთად რომ არიან გადაღებული. იქ მივაწერე, თქვენ გენაცვალეთ-მეთქი. ეს იყო ჩემი სიტყვები, სხვა არაფერი. მთელი ღამე გავათენებთ მე და ჩემმა მეუღლემ, როგორ გგონიათ შვილი იქ იყოს და მამამ და დედამ დაიძინოს? უიარაღოდ იყვნენ, ცარიელი ხელებით და ნახეთ, როგორი შტურმი მიიტანეს ოფისზე. ამხელა შტურმი, ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რაში სჭირდებოდათ? ეს სცენა რაში სჭირდებოდათ? ფილმს გადაიღებდა ადამიანი სასწაული იყო.

100 წელიწადია დღეს საქართველოს ოკუპაციის და 100 წლის თავზე მოხდა ეს, ყოჩაღ, ყოჩაღ. მარტო ნიკა კი არ აიყვანეს, ოფისი დაანგრიეს. როგორც ამბობენ, მეხსიერების ბარათებიც წაიღეს ოფისიდან.

- გქონდათ მოლოდინი იმის, რომ დააპატიმრებდნენ? გააგრძელეთ კითხვა