"სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი", რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს"
"სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი", რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს"
სახალხო დამცველი არის "ნაცდამცველი", რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს, ­- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებას.

ვოლსკი ლომჯარიას მოუწოდებს, დაფიქრდეს და ვითარებას სამართლებრივი შეფასებები მისცეს.

"სჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგ
რამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი! სამარცხვინოა, როცა ადამიანებს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, მთელი საზოგადოებისთვის არის გამოწვევა და ამაზე სახალხო დამცველი დუმს", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (2)
ერიჰაა
23 თებერვალი 2021 19:34
ესეიგი როგორც თავად განმარტაᲕს ხალხი და ნაცები ერთია და მთავრობას ჰკიდია????
ჭუტალა ვოლსკის
23 თებერვალი 2021 17:16
შენ კაი ბიჭი ხარ და მელია ცუდი?დრონი მეფობენ!!!!!!!!!!!და არა ბიძო,თქვენ მის გარეშე არავინ ხართ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა