"ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია"
"ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია"
იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც კვირიკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს -
საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში.

"სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის განვმარტავ: "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით ჩემთვის სრულიად მიუღებელია; 2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის,
რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს", - წერს კვირიკაშვილი.



ერეკლე
23 თებერვალი 2021 20:03
შენც ნაცი ყოფილხა კვირიკაშვილო ბანკებს მოგების გადასახადი გაუუქმე დამნაშავები ციხეში უნდა ისხდენ
ტოტო
23 თებერვალი 2021 19:02
ეს იყო პრემიერი ? დეგენერატი!!!
პატრიოტი
23 თებერვალი 2021 18:54
დაანებეთ თავი მაღალფარდოვანი სიტყვებით ქულების დაწერას, რომელ დემოკრატიულ ქვეყანათა ოჯახის კარს ამტვრევთ შუბლით, სადაც ოფიციალურად გახსნილია საროსკიპოები,შექმნილია მათი პროფკავშირები და მეძავეებს უხდიან პენსიას. ჩვენს ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთია და უნდა აღსრულდეს. საერთოდ უნდა გაუქმდეს იმუნიტეტები და ყოველქვარი პრივილეგიები. მთავრობამ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად ისე როგორც ქვეყანას სჭირდება და არა ისე სხვა ქვეყანას როგორ მოეწონება.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები