"ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს სახლში გამომიარა და ..." - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიაზე?
პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს სახლში გამომიარა და განთავისუფლება მომილოცა. ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტი იშვიათია, ნიკა მელია, მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას" - წერს პოლიტიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია დღეს დილით დააკავეს, მისი აყვანის სპეცოპერაცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარდა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი"