კელი დეგნანი:"ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილის შესახებ და ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ"
კელი დეგნანი:"ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილის შესახებ და ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ"
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საუბარი გაგრძელდება როგორც ოპოზიციასთან, ისე "ქართულ ოცნებასთან" გზების მოსაძიებლად. ამის შესახებ კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა. ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილის შესახებ და ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ. ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და "ქართულ ოცნებასთან“, რათა ვნახოთ რამდენად არსებობს შემდგომი გზები. ჩვენ ვიმუშავებთ ყველა პარტიასთან", - აღნიშნა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის კარლ
ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელსაც ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გარდა, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ნათე
25 თებერვალი 2021 12:25
ჰარცელმა და დეგნანმა მოუსმინონ ხალხს და იმაზე იფიქრონ რატომ არ გამოვდივართ მიტინგზე ნაცების დაძახილზე ,მათ საქართველო გაყიდეს ,დაატეტორეს და არიან ბიუჯეტის ქურდები ,თქვენს ქვეყნებში ვინც მუშაობს ყველას აქვს ღირსეული პენსია,ჩვენ ადამიანები არა ვართ ,დაანებეთ თავი მიშას და მის მკვლელ მთავრობას,დავიღალე თქვენი დირექტივები და ცოტა წყნარად იყავით რა ვაჭრობით თქვენი დემოკრატიით ეს ხომ სიტყვაა მხოლოდ,ეჭვი რატომ არ გეპარება თუ იცით კარგად რომ ოპოზიციას არ მიუღია ამდენი ხმა,მიტინგზე მაქსიმუმ 5000 კაცი გამოჰყავთ და კრიმინალი მელია გინდათ გაამართლოს იგი ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს მისდევდა ხიშტი მიტინგის დროს ნახეთ კადრები
იზა
24 თებერვალი 2021 22:04
და ოთხი თვე რატომ ვერ მიუხვდი წუხილს ახლა რამ გაგიხსნა გონება?!

რუბრიკის სხვა სიახლეები