კელი დეგნანი:"ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილის შესახებ და ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ" - კვირის პალიტრა

კელი დეგნანი:"ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილის შესახებ და ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ"

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საუბარი გაგრძელდება როგორც ოპოზიციასთან, ისე "ქართულ ოცნებასთან" გზების მოსაძიებლად. ამის შესახებ კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა. ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილის შესახებ და ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ. ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და "ქართულ ოცნებასთან“, რათა ვნახოთ რამდენად არსებობს შემდგომი გზები. ჩვენ ვიმუშავებთ ყველა პარტიასთან", - აღნიშნა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელსაც ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გარდა, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"