"ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული"
"ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული"
"გამოსავალი არის დიალოგში - ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული და იყოს დიალოგის ერთ მხარეს, მონდომების შემთხვევაში, მოინახება იურიდიული მექანიზმები, რომელიც ამას შესაძლებელს გახდის",- ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ - ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ვითარებაში დიალოგი მნიშვნელოვანია.

"გამოსავალი არის დიალოგში, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულა, კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანა, მაგრამ სხვა გამოსავალი საბოლოო ჯამში დიალოგის გარდა, არ არსებობს, მათ შორის
ისიც, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული და იყოს დიალოგის ერთ მხარეს, არის სრულიად სწორი. მე ვფიქრობ, მონდომების შემთხვევაში მოინახება იურიდიული მექანიზმები, რომელიც შესაძლებელს გახდის მის გათავისუფლებას, ეს არ არის ისეთი პრობლემა, თუ ხელისუფლება მოინდომებს. ჩემი აზრით მთლიანად ის საქმე, რაზეც მას ბრალი აქვს წაყენებული,
არის მთლიანად პოლიტიზირებული, აქედან გამომდინარე ხელისუფლება თავიდანვე ერეოდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, როცა ასეთ საქმეზე წაუყენა ბრალი არა მხოლოდ მელიას, არამედ 20 ივნისის სხვა მონაწილეებს და არც ერთ პოლიციელს, როცა პირდაპირ კადრებში ჩანდა, რომ გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას, ეს ადამიანები პასუხისგებაში არ არიან მიცემული,"- განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარეკებები უნდა განახლდეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და არ უნდა იყოს დათქმული წითელი ხაზები. იოსელიანის თქმით, ასეთი ტიპის მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს და ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები