"ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი" - ვინ შეარჩია პრემიერ-მინისტრმა - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი" - ვინ შეარჩია პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ვანო მაჭავარიანი დანიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი - დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ვიცე-პრემიერის პოსტი გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეკავა. რაც შეეხება კიდევ ერთ ვიცე-პრემიერს, გახარიას მინისტრთა კაბინეტში აღნიშნულ თანამდებობას მაია ცქიტიშვილი იკავებდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.