"ზუს­ტად ვიცი, გა­ხა­რია ივა­ნიშ­ვილ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად წა­ვი­და, მან კი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წია და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლია" - ვისთან ითანამშრომლებს ექსპრემიერი? - კვირის პალიტრა

"ზუს­ტად ვიცი, გა­ხა­რია ივა­ნიშ­ვილ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად წა­ვი­და, მან კი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წია და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლია" - ვისთან ითანამშრომლებს ექსპრემიერი?

მას შემდეგ, რაც წავიდა და გაიხურა კარები, არ ცხრება საზოგადოების ინტერესი გიორგი გახარიას პოლიტიკური თუ აპოლიტიკური მომავლის მიმართ. როგორც ცნობილია, მან არა მხოლოდ პრემიერობაზე თქვა უარი, არამედ "ქართულ ოცნებაში" დარჩენაზეც. "ოცნებაში" არავინ იცის, რას აპირებს ექსპრემიერი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ გუნდის წევრების "მეორედ მოსვლის" ჩვეულებას, არცაა გამორიცხული, გარკვეული დროის შემდეგ, ყოფილი პრემიერი თავისი პოლიტიკური კაპიტალითა და ახალი იმიჯით, სხვანაირად, მაგრამ მეორედ გამოგვეცხადოს, მაგალითად, როგორც მესამე პოლიტიკური ცენტრის ლიდერი. მავანი იმასაც არ გამორიცხავს, რომ გახარიას თანამდებობიდან წასვლა და მომავალში მობრუნება სულაც ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი იყოს. ამ ეჭვის გაჩენისთვის ის ფაქტიც საკმარისია, გახარია-ივანიშვილის უერთგულესი კადრი, ვიცე-პრემიერი ქალბატონი რომ "დაუბრუნდა ოჯახს". როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გახარიას პოლიტიკური, თუ აპოლიტიკური მომავლის შტრიხები მალე გამოიკვეთება, ამ ეტაპზე კი მხოლოდ ვერსიებზე თუ ვისაუბრებთ.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ambebi.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერობის დიდი საშუალებები და პერსპექტივა აქვს, თუმცა მისი პოზიციონირების გამო, ექსპრემიერს მესამე ძალად მაინც ვერ მოიაზრებს.

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა გეგმები აქვს გახარიას და ის ვისი პროექტია, ამის თაობაზე არ მაქვს ინფორმაცია. მაგრამ თუ ის თავზე აიღებს პოლიტიკურ საქმიანობას და ახალი ძალის ლიდერობას, მას ძალიან დიდი საშუალებები და პერსპექტივა ექნება. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა პატარა თანხებითაც მოახერხეს თავისი ძალის ჩვენება. შეიძლება მათი რესურსი იყო შეზღუდული და შესაბამისად, შეზღუდულ წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ გახარიას შემთხვევაში ეს ასე არ იქნება. დარწმუნებული ვარ, მას არა მარტო ადამიანურ რესურსზე მიუწვდება ხელი, არამედ ბიზნესმენებთანაც შეუძლია ენის გამონახვა. სულაც გადასარევი რომ იყოს მთავრობა, ისინი, ვინც რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგია, მაინც განახლებას ინდომებენ. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება უნაკლო, მათ შორის - "ქართული ოცნებაც" არ არის ასეთი, ადამიანებს მეტის იმედი აქვთ ხოლმე და ეს გასაგებიცაა. იმ ადამიანებს, ვისაც "ქართული ოცნებისგან" იმედი გაუცრუვდათ და ვისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია რადიკალური ოპოზიცია, ეს ფიგურაა ყველაზე მისაღები. მას მთლად მესამე ძალად ვერ განვიხილავდი, იმიტომ, რომ ცალსახად ჩანს, გახარია პოზიციონირებს, როგორც რადიკალური ოპოზიციის მოწინააღმდეგე. აქედან გამომდინარე, მესამე ძალა საზოგადოებას წარმოუდგენია პოლიტიკური ძალა, რომელიც აბალანსებს ვითარებას და ორივე მსხვილი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგია".

კითხვაზე, სოლიდური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შემთხვევაში ითანამშრომლებს თუ არა გახარია "ქართულ ოცნებასთან" და - პირიქით? - ექსპერტის აზრით: გააგრძელეთ კითხვა