"ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იდეისთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იდეისთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე"

აბსურდული, შეშინებული პროკურატურის პოლიტიკური განცხადება მოვისმინეთ - ნიკა მელიას გადაწყვეტილება, თავისუფლებისთვის ბრძოლა იგივე რჩება - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურის ეს განცხადება, ემსახურებოდა იმას, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს და ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით თავისუფლება მიიღოს.

"მოვისმინეთ აბსურდული და სხვათა შორის, ხაზი მინდა გავუსვა, შეშინებული განცხადება პოლიტიკური პროკურატურის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს და მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ემსახურება. პროკურატურის ეს განცხადება, ემსახურებოდა იმას, რომ ნიკამ გადაიხადოს გირაო და მხოლოდ ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით თავისუფლება მიიღოს. ამიტომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იდეისთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე. ნიკა არის ძალიან მხნედ, კარგად, დიდი შემართებით და ის არასოდეს არ გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლობის თანამონაწილე", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

"ინტერპრესნიუსი"