"ნიკა მელიას საქმეზე ხელისუფლება დაბნეულია, არ იცის, რა გააკეთოს - ხელისუფლება არ არსებობს!"
"ნიკა მელიას საქმეზე ხელისუფლება დაბნეულია, არ იცის, რა გააკეთოს - ხელისუფლება არ არსებობს!"
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, პროკურატურის განცხადებით ჩანს, რომ ხელისუფლება დაბნეულია და არ იცის, რა გააკეთოს.

როგორც კორძაიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, გიორგი გახარიამ თავისი გადადგომით თქვა, რომ მელიას დაკავების საკითხზე გუნდში მსჯელობდნენ და პროკურატურა და სასამართლო არავინაა.

"ჩანს, რომ ხელისუფლება დაბნეულია. მან არ იცის, რა გააკეთოს. ხელისუფლება არ არსებობს. ამას გახარიამ გასცა პასუხი თავისი გადადგომით. გახარიამ თქვა, რომ გუნდში მსჯელობდნენ ნიკა მელიას დაკავება-არდაკავებაზე. პროკურატურა, სასამართლო არავინ არ
არის, გუნდში მსჯელობდნენ და გახარია უმცირესობაში აღმოჩნდა. ამიტომ ხელისუფლება სუსტად გამოიყურება თუ ძლიერად, ამას რა მნიშვნელობა აქვს. გახარიამ ერთი ბრაზით გააშიშვლა, რომ არც ღარიბაშვილი, არც შოთაძე, არც გომელაური, არც თალაკვაძე
და კობახიძე არავინ არაა. მთავარი არის ბიძინა ივანიშვილი. პროკურორს უთხრეს - არიქა, დაგვემხო ქვეყანა თავზე და როგორმე უნდა გავანეიტრალოთ ვითარება. რთულია, ასეთ აბსურდულ ვითარებაში სერიოზული შეფასება გააკეთო. სერიოზული შეფასება არის ის, რაც გახარიამ თქვა, რომ ხელისუფლება არ არსებობს.

შეიძლება ფიქრობენ, რომ მელია გამოიჩენს სისუსტეს და არ მოუნდება ციხეში ყოფნა. შეიძლება ასე მეამიტურად ფიქრობენ. პროკურორი რომ გამოვა და იტყვის, რომ თვითმიზანი მისი ციხეში ჩასმა არ იყო, მაგრამ ორჯერ შევიდა პარლამენტში მისი ციხეში ჩასმის მოთხოვნით, ვინმეს სჯერა, რომ სიტყვებს მიღმა მოქმედებებს არავინ უყურებს?"- განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, უწყება მზადაა მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით. უწყების განმარტებით, დაცვის მხარის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემთხვევაში, ეს ფაქტი დაადასტურებს ბრალდებულის, ნიკა მელიას მზაობას პატიმრობაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების პირობების შესრულებაზე.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები