"იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, "სირცხვილის კორიდორები" - სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით"
"იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, "სირცხვილის კორიდორები" - სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით"
"დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობისა და პარლამენტის სხდომების პარალელურად, იქნება "სირცხვილის კორიდორები" და პიკეტირება.

"ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულისკენ მიაქანებს; ვისაც მიაჩნია, რომ ერთადერთი და ლოგიკური სამართლიანი გამოსავალი რიგგარეშე არჩევანია; ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ; ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ყველა ზღვარს მიღმაა; ვინც გრძნობს და
განიცდის, რომ ქვეყნის რეპუტაცია არის შელახული და ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილთან ერთად ქვეყანას განვითარება არ უწერია, დღეს შეიკრიბება და ხელისუფლებას თავის ძალას დაანახებს. ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლაზე რეაგირებს და საერთაშორისო აქტიურობა და საერთაშორისო ჩართულობა არის მხოლოდ მაშინ, როცა აქ ხალხი წუხს. ამიტომ ბევრმა
ადამიანმა უნდა დაანახოს ამ ხელისფუელბას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ასე ცხოვრებას არ შევეგუებით. დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი. პარლამენტთან დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ. ასევე, გრაფიკიც გამოცხადდება, იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. მთავრობის სხდომაზე შესაბამისად მოხდება. სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით. უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის დანგრევას, რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას, გაღატაკებას, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ჩვენს გამოცხადებას მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეგუება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"
26 თებერვალი 2021 14:12
ბიუჯეტი ფული საზღვარგარეთ რო შეჭამე ვითომ აქ არ გეკადრებოდა ვიღაცის ნაცოლართან ქორწილი 48 მილიონი დაგავიწყდაააა
ალექს
26 თებერვალი 2021 13:50
სუში ბარში დადიან, სუში !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები