"დამშვიდებამდე უნდა ღელავდე და რა ინფორმაცია გაქვთ - ღელავდა უმრავლესობა? არანაირი სანქციები ჩემამდე არ მოსულა" - კვირის პალიტრა

"დამშვიდებამდე უნდა ღელავდე და რა ინფორმაცია გაქვთ - ღელავდა უმრავლესობა? არანაირი სანქციები ჩემამდე არ მოსულა"

"არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე. აქედან გამომდინარე, გამოირიცხა მღელვარებაც", - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით საუბარი უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე.

"დამშვიდებამდე უნდა ღელავდე, რა ინფორმაცია გაქვთ, რომ ღელავდა უმრავლესობა? მე არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე, არანაირი სანქციები ჩემამდე არ მოსულა, აქედან გამომდინარე, გამოირიცხა ეს მღელვარებაც,"- განაცხადა სანიკიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მელიას საქმეს და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება გამორიცხა.

"რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს გადახდაზეა საუბარი და თვითონ არ იხდის, რანაირად შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური პატიმარი? მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებით - იმ ადამიანს, რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, დარწმუნებული ვარ, გადაიხდიდა და გარეთ იქნებოდა," - განაცხადა სანიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"