"მსვლელობა თავისუფლებისთვის" მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს - კვირის პალიტრა

"მსვლელობა თავისუფლებისთვის" მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს

"მსვლელობა თავისუფლებისთვის" მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონებო".

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, თავიანთ მოთხოვნებს ისინი იმ შენობასთან გააჟღერებენ, სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კაბინეტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

იხილეთ ასევე: რა წერილი გამოუგზავნა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს ციხიდან

"ინტერპრესნიუსი"