"ერთხელ ფანჯრიდან გაგდებული ღარიბაშვილი საკვამურიდან დააბრუნეს - სხვა აღარავინ ჰყავდათ, ვინც ამ სადიზმს მოაწერდა ხელს" - კვირის პალიტრა

"ერთხელ ფანჯრიდან გაგდებული ღარიბაშვილი საკვამურიდან დააბრუნეს - სხვა აღარავინ ჰყავდათ, ვინც ამ სადიზმს მოაწერდა ხელს"

"ერთხელ ფანჯრიდან გაგდებული ღარიბაშვილი საკვამურიდან დააბრუნეს, იმიტომ რომ სხვა აღარავინ ჰყავდათ, ვინც ამ სადიზმს მოაწერდა ხელს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც უგულავამ განმარტა, რუსთაველი გახდება თავისუფლების მთავარი ადგილი.

"იმ ბოროტების აისბერგის წვერია ღარიბაშვილი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია - ყველაზე უტიფარი, ყველზე გაუნათლებელი, ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო. სამარცხვინო ადამიანი, რომელიც ერთხელ ფანჯრიდან გაგდებული საკვამურიდან დააბრუნეს, იმიტომ რომ სხვა აღარავინ ჰყავდათ, ვინც ამ სადიზმს მოაწერდა ხელს. ამიტომ ეს აისბერგის წვერი, ისევე როგორც მისი ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი, უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას. ამ ქვეყანაში, ამ ყველაფერში დამნაშავე მარტო ივანიშვილი კი არ არის, ყველა ის ჭანჭიკი, რომელიც სხვადასხვა სართულზეა განთავსებული და ერთად უნისონში აკეთებს იმას, რომ ქვეყანა მივიდა უფსკრულის პირას. შეუძლებელი იყო პარლამენტთან გავჩერებულიყავით, როცა ბოროტების აისბერგის წვერი აი, აქ ზის და აქ აკეთებს მავნებლურ საქმეს. ძირითადი ბაზა იქნება პარლამენტთან, აქ ახლა გამოვედით და პარლამენტთან აქტივისტები აწყობენ კარვებს იმისთვის, რომ დამრჩენებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ღამე გაათენონ, ასევე იქვე ეწყობა სცენა, რადგან თუ რამე არის თავისუფლებასთან წილნაყარი, ეს არის მუსიკა. მუსიკა ათავისუფლებს, აჩიკო გულედანს, უამრავ ჩვენ მეგობარს და კოლეგას მადლობა, მათი ინიციატივა იყო ეს. ეს არ დამთავრდება, იქნება ხვალაც, ზეგაც, რუსთაველი გახდება თავისუფლების მთავარი ადგილი, სადაც ყველა ადამიანს შეეძლება შესვლა და შესძლებლობა, ეს უსამართლო კარანტინი თუ "კომენდანტის საათი" დააღვიოს, რადგან იქ მყოფს არავინ შეეხება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს იმიტომ დაგვიტოვეს, რომ ქვეყანაში აქციები არ იყოს, ამას ჩვენ ჯანმრთელობასთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"