"დღევანდელი აქცია, დღევანდელი ოპოზიციის ქმედებები, იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი"
26-02-2021
"დღევანდელი აქცია, დღევანდელი ოპოზიციის ქმედებები, იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი"
დღევანდელი აქცია, ოპოზიციის ქმედებები, იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" აღნიშნა, ოპოზიციის სასოწარკვეთა განპირობებულია ამბიციით, რომელიც მათ რეალურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება.

"დღევანდელი აქცია, დღევანდელი ოპოზიციის ქმედებები, იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი. რამ განაპირობა ეს სასოწარკვეთილება, ეს შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს. ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მათ რეალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამო ამბიცია. ამპარტავნება, რომელიც წარმოშობს სასოწარკვეთილებას, რაც ადამიანისთვის დამღუპველია.
სასოწარკვეთილებაა ის, რასაც აკეთებენ. მართლა ვერ ვხვდები, რატომ იგდებენ თავს ამ სასოწარკვეთილებაში, რომ არა ეს ფუყე და ფუჭი ამბიცია. მათ მიიღეს ძალიან დიდი მანდატი და შეუძლიათ ქვეყნის სასიკეთო საქმე აკეთონ იქ, სადაც მათ ხალხმა მანდატი მისცა", - განაცხადა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"

გივი
27 თებერვალი 2021 20:51
თქვენზე უარესი ამპატავანი და კაცთმოძულე ამქვეყნად ნაკლებად მეგულება.
მახა
27 თებერვალი 2021 00:33
მალე ნახავ მაგ მანდატს, შენს მშობლიურ ჭუბერში რო გაგამწესებენ მარკშრეიდერად.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?