"ჩემებს უთქვამთ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ მივლინება რა არის?! როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ არ ვიცი" - კვირის პალიტრა

"ჩემებს უთქვამთ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ მივლინება რა არის?! როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ არ ვიცი"

ჩემებს უთქვამთ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ მივლინება რა არის?! როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე მივლინებაზე უფრო გასაგები სანდროსთვის,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ "მთავარი არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ ვინ აკლდა მას ყველაზე მეტად, ნიკა მელიამ სწორედ თავისი შვილი სანდრო დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ მისი შვილი საკუთარი მამისა და მისი მეგობრების ქმედებებით იამაყებს.

"ბოლო დღეები პარტიაში რომ ვიყავი დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე მივლინებაზე უფრო გასაგები სანდროსთვის. ერთი რაც მამშვიდებს ისაა, რომ როცა გაიზრდება, ყოუტუბე-ში ან გოოგლე-ში რომ შევა და ნახავს ჩემს ამბებს, მგონია რომ იამაყებს, ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც, ყველა ჩვენგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლებას და რომ მოვუტანთ მას თავისუფლებას ამაში ეჭვიც არ მეპარება. ყველაფერი კარგად არის. ისტორიის სწორ მხარეს ვარ და ამაზე უკეთესი ვერაფერი მოხდებოდა. ციხეში ყოფნაზე უარესი კიდევ ბევრი რამე შეიძლება იყოს. არ ინერვიულონ (ოჯახმა) და სანდროს მიხედონ. განცდა მაქვს, რომ აქ დიდხანს ყოფნა არ მომიწევს, მაგრამ თუ მომიწევს, მზად ვარ ამისთვისაც, ვიყო ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

იხილეთ ასევე: "საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში"