ქალის ცხედარი საკუთარ სახლში ნახეს - რა მოხდა ახალციხეში? - კვირის პალიტრა

ქალის ცხედარი საკუთარ სახლში ნახეს - რა მოხდა ახალციხეში?

ახალციხეში ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი საკუთარ სახლში ნახეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"