"ბოკერია პოლიტიკური გვამია, ავანტიურებს მხოლოდ ოპოზიციას კი არა, სააკაშვილსაც უწყობდა... სერგო ორჯონიკიძეებთან საერთო რა მაქვს?!"
"ბოკერია პოლიტიკური გვამია, ავანტიურებს მხოლოდ ოპოზიციას კი არა, სააკაშვილსაც უწყობდა... სერგო ორჯონიკიძეებთან საერთო რა მაქვს?!"
"ოპოზიცია ვერასდროს გამოიყვანს კმაყოფილსა და ბედნიერ ხალხს ქუჩაში"

"საფრთხის წინაშე დგანან, ხვდებიან, რომ სახუმაროდ არ აქვთ საქმე და ამიტომ ხისტი გადაწყვეტილებების მოლოდინი არ მაქვს"

"ერთობა ვისთან, ხალხო, სერგო ორჯონიკიძეებთან საერთო რა მაქვს?"

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი kvirispalitra.ge-ს კითხვებს პასუხობს და განმარტავს ნინო ბურჯანაძესა და გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების მიზეზებს.

- ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, თუ საჭირო გახდება, ქუჩაში 100 000 კაცსაც გამოვიყვანთ და მეტსაცო, თქვენ თუ გაქვთ ამის იმედი?
-
ვინ გამოიყვანს, მეო? ალბათ ოპოზიციას გულისხმობს, აბა, თვითონ როგორ გამოიყვანს, მანდატიც კი ვერ აიღო. წლებია, ხალხი აღარ აძლევს ხმას, რადგან არ პატიობს პუტინთან და კოსაჩოვთან გარიგებას. ეს ხომ ფაქტია? ჩვენ რა უფლება გვაქვს, ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეთ და ხელოვნურად ვაცოცხლოთ ის, როგორც პოლიტიკოსი? კოსაჩევთან გავრილოვის
გაძევების გამო ბოდიში მოიხადა
, 20 ივნისის ამბების შემდეგ, წარმოგიდგენიათ? აქამდე არ მქონდა ეს ჩანაწერი მოსმენილი და გავგიჟდი.

კიდევ, ასეთი სისულელე თქვა, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთო. არა, ეშლება რაღაც! ერთად უნდა ვიყოთ, მაგრამ რუსული ვექტორი არ უნდა იყოს იქ, ჩვენს სამარცხვინოდ. რუსეთისთვის ეს დიდი იმედია. რა გამოდის, რომ აქამდე "გავრილოვები" გვყავდა საკანონმდებლო ორგანოში, ახლა კი რუსეთი იტყვის, ხელისუფლებაში ხომ შევძვერი და უკვე ოპოზიციაშიც მოვიკიდე ფეხი, ჩვენი ბურჯანაძეც იქ არისო. ეს ამბავი ძალიან არ მომწონს. ოპოზიცია მონოლითურია, ძალიან კარგი ხალხია შეკრებილი, მაგრამ ერთი მთლიანობა იმას კი არ ნიშნავს, რომ სერგო ორჯონიკიძის გვერდით ვიდგეთ. ნინო ბურჯანაძე გრძნობს ამ ყველაფერს და ცდილობს, როგორმე თავი გაიცოცხლოს, მაგრამ ეს კარგი არ არის ქვეყნის განვითარებისთვის. რაკი ერთობა გამოვაცხადეთ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, პირი ამოვიკერო და ბურჯანაძეზე აღარ ვილაპარაკო? მარტო იმ "გავრილოვებზე" ვილაპარაკო, საკანონმდებლო ორგანოებში რომ არიან? რას ბრძანებთ, მე ასეთი ორმაგი სტანდარტით არ ვცხოვრობ, გამორიცხულია.

ეს გამოკვეთილად ბოკერიას ბრალია, რადგან თვითონაც პოლიტიკური გვამია, აღარც პარტია აქვს, ერთი კაციღა დარჩა მხოლოდ და აღარც მანდატი. ცოდოა ხალხი, გაჭირვებული მოსახლეობა გამოდის და იძახის, შევცვალოთ ეს აღვირახსნილი ხელისუფლებაო და ამ დროს, ლიდერებად ბურჯანაძე-ბოკერია გვევლინებიან. გაიძახიან, მრავალი წელია ბოკერია პოლიტიკაშია და გამოცდილება აქვსო. კი, ბატონო, აქვს გამოცდილება ხალხისთვის მიტინგებზე თავპირისმტვრევის, ეკლესიების კარის ნგრევის, ციხის ბუნტის, ავანტიურების მოწყობის. სხვათა შორის, ავანტიურებს მხოლოდ ოპოზიციას კი არა, სააკაშვილსაც უწყობდა, ამისი გამოცდილებაც აქვს. პოლიტიკაში დიდი ხნით ყოფნა არაფერს ნიშნავს, ქვეყნისთვის რა გაქვს გაკეთებული, ეს არის მთავარი. დიდი ხნის თაღლითობის გამოცდილება რომ აქვს, იმიტომაც არის ამდენი წელი ერთ წრეზე რომ დავდივართ. თვითონ კორუფციონერები სხვებს ეძახიან კორუფციონერებს, ბურჯანაძემ სხვას ვის უნდა დასდოს ამაში ბრალი? სწორედ იმიტომ ბრაზდება, რომ არ ვტყუვდებით.

- ოპოზიციის ლიდერები ხშირად უშედეგოდ მოუწოდებთ ხალხს, ქუჩაში გამოვიდნენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ხალხი თქვენ გვერდით არ დგება - იქნებ სწორედ ეს ლიდერები, რომელთაც უმეტესობა აღარ ენდობა.
- ბოლო ორი წელია მოვედი პოლიტიკაში. ასე თუ ისე, მიცნობთ ყველა და იცით, რომ პოპულისტობა არ არის ჩემს ინტერესში. მანამდე სამოქალაქო სექტორში ვიყავი, ეს ძალიან მეხმარება, რომ ხალხს არ ჩამოვცილდე და მის მაჯისცემას ვგრძნობდე. რასაც მეუბნება ხალხი, იმას ვაკეთებ და ვაჟღერებ. მთელი ჩემი სამეგობრო დასავლური ორიენტაციისაა, მეკითხებიან, რა მოგივიდათ, რას გვაპამპულავებთ ამ ქალის დანახვით, ვერ ხვდებით, რომ მთელი ორი კვირაა, ლიდერად გრძნობს თავს და გაიძახის, ჩვენ მოვალთო… ეს იწვევს დიდ ნიჰილიზმს.

მენანება ჩემი ქვეყანა, ბოლო 30 წელია უკვე, ამ დღეში ვართ. ვინმე ხომ უნდა წავიდეს ღირსეულად, იგივე ბოკერია თუ სხვა. მიშას დამცველი კი არ ვარ, მაგრამ როცა უშიშროების საბჭოს მდივანი იყავი, უბრალოდ, სირცხვილია, გამოხვიდე და ყველაფერში სხვა დაადანაშაულო. არადა, მას პირველს უნდა ჰქონოდა ნებისმიერი ინფორმაცია. ბოკერია ცხვრის ტყავით გვევლინება ახლა, ბურჯანაძე ბოდიშებს იხდის, ერთმანეთი დასჭირდა ამ ორ პოლიტიკურ გვამს. ამ დროს კი ოპოზიცია მართლა გულწრფელად იბრძვის, ძალიან კარგი ხალხია იქ.

- რამდენჯერმე გაუსვით ხაზი, რომ ოპოზიციაში ძალიან კარგი ხალხია, ვის გულისხმობთ კონკრეტულად?
- ახლავე გეტყვით. ჩვენ ყველა გაგვაერთიანა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ და საკითხავია, ერთობის დამრღვევად ჩავითვლები თუ არა, რომ მოვითხოვო, პუტინი იქ არ დავინახო-მეთქი? ეს არის გაერთიანება დასავლური ვექტორის, ეს ნიშნავს საქართველოს წინსვლას. რუსული ვექტორი კი ამ ყველაფრის მუხრუჭია. ნახეთ, საიტებზე რას წერს ხალხი, გაგიჟებულია ყველა. კარგი, ჯარის შემოყვანა რომ უნდოდა, ის ჩანაწერი 9 წლის წინანდელია, მაგრამ თვალების დათხრის შემდეგ ეს ბოდიში? ნიკა მელიას ამბავი ხომ გავრილოვთან არის დაკავშირებული, ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ და ეგ იქ უნდა მეჯდეს ლიდერად?

- არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციის ერთიანობისთვის ასეთივე მუხრუჭია "ნაციონალების" სხვა ლიდერებიც?
- მესმის, რასაც მეკითხებით… ნიკა მელიამ გუნდი გადაახალისა, მაგრამ, აბა, ვინ დაინახეთ ახალი სახე, მიუშვეს ვინმე მიკროფონთან? არ გაჩნდა კითხვა, რატომ? ძალით უნდათ პროცესი ჩაიშალოს, ბოკერიას და ბურჯანაძის გალიდერებით, თუ ვერ გავიგე რაშია საქმე. ჩვენ რომ მოვალთო, გაიძახის, ანუ ვინ ჩვენ, პუტინი? 9 ნოემბერს ეგ არ წერდა, სახელმწიფომ თავი დაიცვა და სახელმწიფო შედგაო? პოლიტიკაა ეს და ყველაფერი შეიძლებაო, იძახიან, არ დაიჯეროთ! ეს ბინძური პოლიტიკანების მოგონილია დ ამიტომ იძახიან, სუფთა ადამიანები წესიერ საქმეს წესიერად აკეთებენ.

- ბოკერიამ, თაკო ჩარკვიანის ნათქვამისთვის სერიოზული პასუხი არც არასდროს გამიციაო.
- სხვა რა უნდა თქვას? ბოკერიამ კარგი რომ თქვას ჩემზე ან სხვაზე, დავფიქრდები, რა ხდება და რაშია საქმე, რა გავაკეთე იმ დღეს ისეთი, რომ მომიწონა-მეთქი. ამათ ჰქონიათ, ისეთი ერთიანები უნდა ვიყოთ, რომ ბურჯანაძე და ბოკერია მოვაბრუნოთ.

- როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას და ახალი პრემიერის პირველ ნაბიჯებს?
- გახარიას წასვლას გმირობად ვერ შევაფასებ, რადგან მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ისეთი რამ მოხდა, რის გამოც პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, არსებულ სიტუაციაში ჭკვიანურად და სწორად მოიქცა. მეორედ აღარ აიკიდა პასუხისმგებლობა და მგონია, მალე ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, ახლა საფრთხის წინაშე დგანან, ხვდებიან, რომ სახუმაროდ არ აქვთ საქმე და ამიტომ ხისტი გადაწყვეტილებების მოლოდინი არ მაქვს. ხშირად მეკითხებიან, რევოლუციას მოახდენთო? რევოლუციას არასდროს ახდენს ოპოზიცია, რადგან ოპოზიცია ვერასდროს გამოიყვანს კმაყოფილსა და ბედნიერ ხალხს ქუჩაში. რევოლუციას აწყობს რეგვენი ხელისუფლება, ეს სწორედ მასზეა დამოკიდებული. დამშეულ ხალხს რომ გამოკეტავ კოვიდის დროს და ვაქცინასაც ვერ შემოიტან, ბუნებრივია, უკმაყოფილება იქნება.

აბა, შეესრულებინათ ყველა ვალდებულება ხალხის წინაშე აღებული, გამოვიდოდა ვინმე ქუჩაში? მე რასაც ვამბობ, ჩემ გარშემო ყველას კარგად ესმის, მარტო ბურჯანაძესა და ბოკერიას არ ესმის და სიმართლე გითხრათ, ეს ძალიანაც მიხარია - არ შეიძლება თამარ ჩარკვიანი ისე ლაპარაკობდეს, რომ ოდესმე ეს მათ გაიგონ. ჩვენ სხვადასხვა ღირებულებები გვაქვს, სხვა ღირებულებები გვქონდა, როცა 9 წელი ვიყავი მათ ოპოზიციაში და სხვა ღირებულებები გვაქვს ახლაც. ესენი ყვარყვარეები არიან, როცა როგორ აწყობთ, ისე უნდათ ყველაფერი. თურმე ეს არ უნდა ვთქვა, ერთობა რომ არ დაირღვეს. ერთობა ვისთან, ხალხო, სერგო ორჯონიკიძეებთან საერთო რა მაქვს?!

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
თეიმურაზ რეხვიაშვილი
01 მარტი 2021 16:01
მიშამ მაშინ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა.როდესაც წესიერი,განათლებული,ჭკვიანი და პატრიოთი ხალხი განზე გაგვწია და ბურჟნაძის 40 კაცი გააპარლამენტარა მათ კი ხელში ჩაიგდეს თბილი ადგილები და რასაც მიშას ხალხი უწუნებს ყველაერი მათგან მოდის,ნამდვილი ნაციონალები სამნი შემორჩით – მიშა. ,ზურაბ მელიქიშილი ვანო და მე, ხოლო ერთანი ნაც.მოძრაობა სულ სხვა პარტიაა
ობივატელი
01 მარტი 2021 14:39
ესენი ნელ-ნელა იღვიძებენ.
ალექს
01 მარტი 2021 13:34

ნაძმოს , სისხლის სამართლის,ეკონომიკურ და პოლიტიკურ დანაშაულებში არაერთგზის მხილებული პირები ხელმძღვანელობდნენ და ხელმძღვანელობენ ახლაც ! ყველაფერი ზედაპირზე ძევს , ვვარაუდობთ , რომ მათ დააშანტაჟეს, რაღაც კომპრომატები აქვთ ზოგიერთ ევროპარლამენტარებზე და დიპლომატებზე , სხვაფრივ დეგენერატი უნდა იყო, რომ ვერა ხვდებოდე,რომ ესენი მამალი ფესბეშნიკებია, გაწვრთნილი და ჩანერგილი დასავლური ნიღბებით, ყველა მათგანი ორთოდოქსი, ფუნქციონერი კომუნისტების ოჯახებიდანაა და როგორ გახდნენ ყველანი დისიდენტი მედასავლეთე? რა გზით დააგროვეს ქონებები ამ ღატაკ ქვეყანაში ? ისინი ხომ უმდიდრესი ადამიანებია ,საიდან იდეურგადამკვდარ მუდამ რევოლუციონერ მიტინგაქცია მოარულ პოლიტიკოსს, ქონება საიდან , ამის დრო სად ქონდათ ??!! ეს კასტაა , კლანების კონგლომერატია ! უიდეო ფაშიოებია , არ აქვთ იდეოლოგია და პოლიტიკური კრედო, მეცნიერული მსოფლმხედველობა, ფუნქციონერი კომკავშირკელებია, რასაც ამბობენ ცრუობენ ,იმის მიღწევა , რასაც აღაიარებენ მიზნად ამ გზით არ მოხდება, რა უნდათ , სკამების უმრავლესობა, ხომ ? რისთვის, რას აშენებენ , რა ვერ ააშენეს? ესენი ხომ მოქკავშირის ლიდერებიც იყვნენ, შევარდნაძე და ესენი წერდნენ კანონს და აღასრულებდნენ ! სხვა ვინ აბა ? მითხარით ვის ქონდა ამათზე მეტი ძალა და გავლენა ედუარდის დროს ? არავის ! ახლა აკლიათ ძალა და უფლება? რა არ შეუძლიათ , აშკარად მჯობ კანონს ვერ გაიტანენ? გაიტანენ, ჭეშმარიტებას ქოცი ვერ დაბლოკავს, ამხელენ და ხალხი ქოცს მის ადგილას დასვამს თუ ისიც დესტრუქციონისტია ! ჭორით კრიტიკა და პროვოკაციით ამომრჩეველს ვერ დაარწმუნებს ნაცი ქოცს ჯობიაო, სხვა რწმენეა აქვს, პირიქით სჯერავს ! ძალაზე ხართ ? ძალითვე განიგმირებით ! გვერდში ხანჯალიც არ გამორიცხოთ ,მეგობრული ,ზურგიდან !მეკარვეობა არ ვიცი-დანაშაულია ასეთ ფარსში მონაწილეობა, უზნეობა, რა სხვაობაა არჩევნებში ხმაში 30-50 ლარის აღებასა და ამ კარვისთევის ფასშიკანონი არ იცნობს პოლიტიკურ დანაშაულს ? სამშობლოს ღალატს თუ იცნობს ? უცხო ქვეყნის სასარგებლოდ აგიტაციას ? აბა რა არის მეკარვეობა, არ არის უცხო ქვეყნის სასარგებლოდ აგიტაცია პროპაგანდა ? არის ! :"მართალია ეს ადამიანი. აიღოს ის 500 ლარი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს"-არ უნდა მოახმაროს ! დანაშაულის თანამონაწილეობა , სასჯელი , ჯარიმა , გირაო , აი ამაში უნდა ხარჯოს აღებული ფული ! ეს პოლიტიკური დანაშაულია ? თაღლითობაა ? არ ვიცი და ნაგავი რომ უნდა გადაიყაროს, ვიცი !ეს კასტაა , კლანების კონგლომერატია ! უიდეო ფაშიოებია , არ აქვთ იდეოლოგია და პოლიტიკური კრედო, მეცნიერული მსოფლმხედველობა, ფუნქციონერი კომკავშირკელებია, რასაც ამბობენ ცრუობენ ,იმის მიღწევა , რასაც აღაიარებენ მიზნად ამ გზით არ მოხდება, რა უნდათ , სკამების უმრავლესობა, ხომ ? რისთვის, რას აშენებენ , რა ვერ ააშენეს? ესენი ხომ მოქკავშირის ლიდერებიც იყვნენ, შევარდნაძე და ესენი წერდნენ კანონს და აღასრულებდნენ ! სხვა ვინ აბა ? მითხარით ვის ქონდა ამათზე მეტი ძალა და გავლენა ედუარდის დროს ? არავის ! ახლა აკლიათ ძალა და უფლება? რა არ შეუძლიათ , აშკარად მჯობ კანონს ვერ გაიტანენ? გაიტანენ, ჭეშმარიტებას ქოცი ვერ დაბლოკავს, ამხელენ და ხალხი ქოცს მის ადგილას დასვამს თუ ისიც დესტრუქციონისტია ! ჭორით კრიტიკა და პროვოკაციით ამომრჩეველს ვერ დაარწმუნებს ნაცი ქოცს ჯობიაო, სხვა რწმენეა აქვს, პირიქით სჯერავს ! ძალაზე ხართ ? ძალითვე განიგმირებით ! გვერდში ხანჯალიც არ გამორიცხოთ ,მეგობრული ,ზურგიდან !




რუბრიკის სხვა სიახლეები