"ვრცელდება კულუარული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე" - კვირის პალიტრა

"ვრცელდება კულუარული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე.

როგორც სერგო ჩიხლაძე "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს შორის "მწვავე დაპირისპირებაა"

"ეს კულუარული ინფორმაციაა, ახალი არ არის, რაც ბოლო ერთი კვირაა ინტენსიურად ვრცელდება. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით ჩავარდნა აქვს ხელისუფლებას. "კოვაქს" პლატფორმამაც დაადასტურა, რომ მოთხოვნები ვერ შეასრულა მთავრობამ. მარტო ამირან გამყრელიძის პასუხისმგებლობა არ არის, რა თქმა უნდა, სამინისტროს პასუხისმგებლობაცაა. მეორე, თვეებია საკამოდ მწვავე დაპირისპირებაა იგივე ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს შორის. ეს კულუარული ინფორმაცია ვრცელდება", - აცხადებს ჩიხლაძე.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, მას არ ჰგონია, რომ ამირან გამყრელიძე "თავისი ნებით მიდიოდეს".

"თუ ეს მოხდა, ეს არ იქნება თავისი ნებით გადადგომა. ამირან გამყრელიძეს არსად უთქვამს, რომ გადადგომას აპირებდა", - აცხადებს ჩიხლაძე.

"ინტერპრესნიუსი"