"სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისი განვიხილეთ, ყველა მხარემ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისთვის" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისი განვიხილეთ, ყველა მხარემ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისთვის"

"ყველა მხარემ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისთვის და უნდა გაერთიანდეს", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რითაც საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

"ჩემი თბილისში ვიზიტი აჩვენებს ევროკავშირის ერთგულებას აღმოსავლელი პარტნიორებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისი განვიხილეთ: ყველა მხარემ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისთვის და უნდა გაერთიანდეს,"- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, შარლ მიშელი თბილისს გუშინ ეწვია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მან დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

"ინტერპრესნიუსი"