ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაძლოა საქართველომ "კოვაქს" პლატფორმას უჩივლოს
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაძლოა საქართველომ "კოვაქს" პლატფორმას უჩივლოს
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, "კოვაქს პლატფორმას“ უჩივლონ. როგორც ტიკარაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, "კოვაქს პლატფორმასთან" კომუნიკაციის დროს საქართველოს მხრიდან რაიმე შეცდომის შესახებ აღნიშნული არ ყოფილა.

მისი თქმით, "კოვაქს პლატფორმისგან" აღნიშნული ბრალდების უარყოფას ელოდებიან.

"ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა „კოვაქს პლატფორმას“ და მოვთხოვეთ მათ პასუხი, თუ რატომ გაეცა, "ინტერპრესნიუსს" მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ „კოვაქს პლატფორმასთან“ 18 სექტემბრის შემდეგ, მათი მხრიდან მსგავსი გადაცდომა და
წერილი, რომ რაიმე შეცდომა დავუშვით, არ ყოფილა. „კოვაქს პლატფორმა“ ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან მიმართებით, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა.

ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ, საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია მოხდეს. ამას ჯანდაცვის სამინისტრო არ დაუშვებს, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ იმით, რაც მხოლოდ ბრალდებაა", -აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, "კოვაქს პლატფორმა" "ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ "ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. „კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები