"შეიძლება, რომ 1 ლარად სახელმწიფო ქონების წამღებმა ქალბატონმა მიტინგზე ახალგაზრდებს კორუფციაზე ესაუბროს?"- თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე
"შეიძლება, რომ 1 ლარად სახელმწიფო ქონების წამღებმა ქალბატონმა მიტინგზე ახალგაზრდებს კორუფციაზე ესაუბროს?"- თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე
ვისაც რა დოზით უნდა, იმ დოზით გამოჩნდეს ტელევიზიით, მაგრამ არა ოკუპაციაზე და კორუფციაზე სასაუბროდ. როდესაც ჩვენ ერთად ვსხედვართ, მას აქვს უფლება, ილაპარაკოს იმ ერთი შეთანხმების გამო, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია - ხალხს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ოპოზიციის აქციებზე ბევრი ადამიანი ერთობაში ნინო ბურჯანაძის ყოფნის გამო არ მიდის,
ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხალხი ამას პირდაპირ ამბობს: „გვაჩერებენ, გვირეკავენ და გვეუბნებიან ამას“. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ჩარკვიანი მასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ „გაცხარებული კამათი იყო“.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი სასაცილო
არ უნდა გახადონ, რათა ხალხმა დაუჯეროთ.

"შეუძლებელია, პოლიტიკაში მობრუნება გინდოდეს და გაანალიზებული არ გქონდეს. ბოკერიას არ აქვს გაანალიზებული, რომ დარბევა არის 20 ივნისს თვალების დათხრა, მაგრამ დარბევა არის 7 ნოემბერიც და 26 მაისიც. ამ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც ამბობს, რომ ხალხის დარბევა ამ ფორმით საერთოდ არ შეიძლება. რატომ შეიძლება მომხდარიყო მათი ტანდემი? იმიტომ, რომ არცერთს არ აქვს გაანალიზებული. ბურჯანაძეს აქვს ნათქვამი, რომ 9 ნოემბერს სახელმწიფო შედგა და სახელმწიფომ თავი დაიცვა, მაინტერესებს 26-ში შედგა სახელმწიფო, როდესაც მისი მიტინგი დაარბიეს? ამიტომ ნუ ვთამაშობთ - ვიბრძოლოთ ოკუპაციის წინააღმდეგ.

ნიკა მელიამ განახლებული გუნდი რომ მოიყვანა, სადმე დაინახეთ? მიკროფონთან ვინმე მიუშვა? იცით ვინ აკეთებს ამას? ეს ქალბატონი, ბოკერიათი. როდესაც შენ მფარველობ რუსულ ვექტორს, იმის ფასი, ვინც დასავლეთის მომხრეა, კაპიკია. მე იქ ძალიან გამიჭირდა დაჯდომა, ვექტორალურად რადგან ღირებულებების აზელვას მარცხი მოაქვს.

ჩვენსა და ბურჯანაძეს შორის კი არაფერი ხდება, საქართველოს და რუსეთს შორის ხდება. სასაცილო არ უნდა გავხადოთ პროცესი, რომ ხალხმა დაგვიჯეროს. შეიძლება, რომ 1 ლარად სახელმწიფო ქონების წამღებმა ქალბატონმა მიტინგზე ახალგაზრდებს კორუფციაზე ესაუბროს, განა დაგიჯერებს ის ახალგაზრდა?“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

"ინტერპრესნიუსი"
ვაივაივაი!
02 მარტი 2021 00:25
თაკოს ვაშლი შეცნობისა დასცემია!
ნატუტა
01 მარტი 2021 22:52
თაკო ხო წამოაყენე პრემიერის კანდიდატურა,ეხლა პრეზიდენტის სკამს უმიზნებს და ფიქრობ, რომ ბურჯანაძე შეგვეცილება?
მოვლენები ჩქარდება და ასწრებ მეტოქის ჩაძირვას?!

რუბრიკის სხვა სიახლეები