"მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება" - რა განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ შარლ მიშელთან შეხვედრამდე? - კვირის პალიტრა

"მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება" - რა განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ შარლ მიშელთან შეხვედრამდე?

მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს იმ შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით იმართება.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან გზავნილები იგივე იქნება.

"იგივე გზავნილები იქნება, რაც აქამდე იყო. მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა, მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება",-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

"ინტერპრესნიუსი"