"თაკო ჩარკვიანს პერიოდული შემოტევები ახასიათებს. გულის წასვლები იმაზე, რომ ვინ მეტჯერ რატომ გამოჩნდა ტელევიზიაში,ძალიან არასერიოზულია"
"თაკო ჩარკვიანს პერიოდული შემოტევები ახასიათებს. გულის წასვლები იმაზე, რომ ვინ მეტჯერ რატომ გამოჩნდა ტელევიზიაში,ძალიან არასერიოზულია"
თაკო ჩარკვიანს პერიოდული შემოტევები ახასიათებს, რაც სამწუხაროა, - ასე პასუხობს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის მიერ მასთან და გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც ბურჯანაძემ"პალიტრანიუსის" გადაცემა"დღის ნიუსრუმში" განაცხადა,"გულის წასვლები იმაზე, თუ ვინ რატომ ჩანს აქტიურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ძალიან არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია".

"არაფერი მომხდარა. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს ახასიათებს პერიოდული შემოტევები, რაც ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროა, რომ ის აჰყვა ნაცვლიშვილის და
რამიშვილის"პოსტ ტვ"-ს ნარატივს.

იმდენად ემოციურად უსმენს ჩემს გამოსვლებს, ეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ უჭკუო ქალი არ არის, არასწორად გამოაქვს დასკვნები. მე არსად მითქვამს, რომ ის პარლამენტში შესვლას აპირებს. ის დაადგა ელისაშვილ -"გირჩის" გზას იმ მიმართულებით, როდესაც ელისაშვილი და"გირჩი" პირდაპირ ურტყამდნენ, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ამით ცდილობდნენ ოპოზიციის
ერთობის დარღვევას.

ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, ასეთი განსაცდელი არ გვქონია არცერთი ხელისუფლების დროს. ჩვენ გვყავდა ხელისუფლებები, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს, ბევრი შეცდომა დაუშვეს. ახლა გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ქვეყანა ჭაობში მიჰყავს. ახლა იმაზე გულყრები, ვიღაცა ბრძოლაში წინ წავიდა, ვიღაცა ბრძოლაში უფრო აქტიურად ჩანს, ვიღაც დარბევის დროს ჩანს და არ ჩანს, ძალიან სასაცილოა.

მოდი, ყველა შევეჯიბროთ ერთმანეთს, ვისაც მეტი შეგვიძლია, ის გავაკეთოთ. გულის წასვლები იმაზე, რომ ვინ მეტჯერ რატომ გამოჩნდა ტელევიზიაში, ვინ რატომ ჩანს აქტიურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ძალიან არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

გარდა ამისა,"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც ძველი თაობის პოლიტიკოსების გვერდზე გაწევასა და ასპარეზის ახალი სახეებისთვის დათმობაზე საუბრობს. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა,"პოლიტიკა ფეხბურთი არ არის, 18 წლის ფეხბურთელმა რომ უკეთ ითამაშოს, ვიდრე 70 წლის პელემ".

"ახალგაზრდობა ძალიან კარგია პოლიტიკაში, მივესალმები. ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ ახალგაზრდების ძალა თვითკმარია იმისთვის, რომ ქვეყანა ასეთი კრიზისებიდან გამოიყვანოს.

პოლიტიკა არ არის ფეხბურთი, 18 წლის ფეხბურთელმა რომ უკეთ ითამაშოს, ვიდრე 70 წლის პელემ. პოლიტიკა-პოლიტიკაა. ჩემს ასაკში ნორმალურ ქვეყნებში პოლიტიკაში მოდიან, არათუ მიდიან. როცა ლაპარაკია ახალგაზრდა ლიდერებს ხელს ნუ შევუშლით, ისევ სპორტს შევადაროთ პოლიტიკა - სარბენ ბილიკზე ვინ გაასწრებს? ვინც მაგარია ხომ, ასაკის მიუხედავად - ასეა პოლიტიკაში. თუ ლიდერი ხარ, ვერავინ დაგიდგება წინ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ,"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს და გიგა ბოკერიას"პოლიტიკურ გვამებს" უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი"აქციებით გაცოცხლებას ლამობენ".


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები