"შევთანხმდით, რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი" - როგორ აფასებს მამუკა ხაზარაძე ხელისულების წარმომადგენლებთან შეხვედრას?
"შევთანხმდით, რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი" - როგორ აფასებს მამუკა ხაზარაძე ხელისულების წარმომადგენლებთან შეხვედრას?
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ხელისულების წარმომადგენლებთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები პრინციპულად ახალ საფეხურზე გადავიდა.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე "საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხს, რაც აწუხებს საზოგადოებას".

„შეხვედრა იყო პოზიტიური. ეს საუბარი და მოლაპარაკება გადავიდა პრინციპულად ახალ საფეხურზე, მედიაციის კატეგორიაში. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მიშელი პირადააა ჩართული ამ მოლაპარაკებაში. ის შეგვპირდა, რომ უახლოეს ხანში ის ჩართავს ამ მოლაპარაკებაში საკმაოდ
მძიმე წონიან პოლიტიკოსებს ევროკავშირიდან. ამავე დროს, შეჯერდა ყველა პუნქტი, რომელიც აწუხებდა ჩვენს საზოგადოებას, ოპოზიციას, ხელისუფლებას. ეს არის პოლიტიზირებული სასამართლო სისტემა, ახალი არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავება, ეს არის რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვა, ეს არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ბუნევრივია, დღეს ყველა ამ საკითხზე ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდებოდა.
მთავარია, რომ პროცესი დაიძრა და ამ პროცესს ახლავს კონკრეტული ვადები. ვადა დაინიშნა დაახლოებით ორი კვირა, 16 მარტს არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ მომენტისთვის ჩვენ, ხელისუფლებამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა მოვახერხოთ, რომ ეს საკითხები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადავწყვიტოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძს თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარსულზე აღარ ისაუბრებენ,

"ყველა საკითხზე იყო საუბარი, აზრები იქნა გაცვლილი. შევთანხმდით, რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. იქ იყო რამდენიმე მცდელობა,რომ ისევ წარსულზე გვესაუბრა. შევთანხმდით, რომ მთელი აქცენტი მოლაპარაკების უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, გამოსავლის ძიებაზე. ჩვენ გვჭრდება გამოსავალი და გამოსავალი არის მხოლოდ მომავალში. ვფიქრობ, რომ პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი ამ საკითხების გადაწყვეტაში, გამოსავალს ვნახავთ. კიდევ ერთ რამეზე შევცთანხმდით,რომ არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფლება. კუნთების თამაშმა შეიძლება ეს ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს. პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ, კატეგორიულად იყო დასმული საკითხი, რომ, სანამ მელია არის ამ მდგომარეობაში, ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ნახავს", - განაცხადა ხაზარაძემ.


"ინტერპრესნიუსი"

Leonardo
01 მარტი 2021 23:49
ეს იყო ევროპის მხრიდან თითქმის წითელი ბარათი როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციისათვის. მათი მხრიდან გამუდმებული რადიკალიზმი საზოგადოებაში მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს და აკარგინებს ნდობის ჯაჭვს...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები