"სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი და დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა"
"სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი და დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა"
ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი გვქონდა. მთავარი გზავნილი არის შემდეგი: ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კოვიდ 19, უსაფრთხოება, სტაბილურობა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი და დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები
გადაიდგა სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა ყველა მონაწილეს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, მათი პასუხი იყო „კი“. ეს არის კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

რომანი
02 მარტი 2021 10:55
ჩვენც ვიქნებით ამაყები, თუ ჩვენი პრობლემებიც გადაწყდება და ბოლოს და ბოლოს ქართულ ჯარში წარსულს ჩაბარდება გაყინული გაუცემელი ხელფასების არსებობის პერიოდი.პრობლემების ევროპულად ცივილიზებულად მოგვარება აი რატომ ვართ ერთგული ევროპული ღირებულებების.
რომანი
02 მარტი 2021 10:51
დღეს მთავარია ყურადღება გამახვილდეს ევრიპულ ფასეულობებზე,ხოლო ვინც რეფერენდუმის შედეგების მოწინააღმდეგეა , ჩემი აზრით მათი ადგილი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, მაგალითად ქართულ ჯარს დღემდე გააჩნია 1998-1999 და 2000 წლების 15 თვის გაყინული გაუცემელი სახელფასო დავალიანება, რომელიც დღემდე არ არის გადახდილი, ხოლო ხელისუფლებები რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას, ერთმანეთს ეჯიბრებიან დემოკრატილობასა და ევროპულობაში,ამოტომ ჩემი თხოვნა იქნება შარლ მიშელს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ. ქვეყანა, რომელიც ასე ექცევა საკუთარ ჯარს როგორ გააკეთებს განაცხადს ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზე, დროა გადავიდეთ რეალურად ევროპული ღირებულებების შესრულებასა და დაცვაზე. რადგან სახალხო დამცველიც არაფერს ამბობს ამ პრობლემის არსებობააზე, მე მაინტერესებს სახალხო დამცველის პოზიცია . მე მაინტერესებს ბატონი შარლ მიშელის პოზიცია ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
ალექს
02 მარტი 2021 04:13
ასე დასმულ პრობლემათა გადაჭრა გაერთიანებულ , ერთი მიზნის გარშემო შეკრულ საზოგადოებას შეუძლია მხოლოდ , ხოლო მისი გაერთიანება - იმ პარტიას , რომელიც სამოქმედო გეგმად ისეთი სისტემის შექმნას გაიხდის , რომელიც საყოველთაო კეთილდღეობას უზრუნველყოფს . არჩევნების გაყალბება ერის წინაშე დანაშაულია და ღვთის წინაშე
მიუტევებელი ცოდვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები