"აქცია იქნება. არაფერი შეცვლილა. მშვიდობიან პიკეტირება იქნება"
"აქცია იქნება. არაფერი შეცვლილა. მშვიდობიან პიკეტირება იქნება"
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხვალ დაგეგმილი პიკეტირება მაინც გაიმართება.

როგორც ბოკერიამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განუცხადა, არაფერი შეცვლილა.

"მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა. ამიტომ არაფერი შეცვლილა. მშვიდობიან პიკეტირება იქნება",- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ხვალ ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"

რომანი
02 მარტი 2021 11:13
არჩევნები არ გაყალბებულა, დამკვირებლებმა დაადასტურეს არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარება, გამაგებინებთ რას აპროტესტებთ, თუ დეპუტატები ვერ გახდით იმას აპროტესტებთ, მაშინ ჩემი აზრით ადრესტატი შეგეცვალათ აქ მიზეზინ არ ხელისუფლება არამედ თქვენი დაბალი რეიტინგია.დაკავდით ამომრჩევლის რეალური პრობლემების გადაწყვეტით და ამით დაიმსახურებთ, ამომრჩევლის ნდობას.

რუბრიკის სხვა სიახლეები