"აქცია იქნება. არაფერი შეცვლილა. მშვიდობიან პიკეტირება იქნება" - კვირის პალიტრა

"აქცია იქნება. არაფერი შეცვლილა. მშვიდობიან პიკეტირება იქნება"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხვალ დაგეგმილი პიკეტირება მაინც გაიმართება.

როგორც ბოკერიამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განუცხადა, არაფერი შეცვლილა.

"მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა. ამიტომ არაფერი შეცვლილა. მშვიდობიან პიკეტირება იქნება",- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ხვალ ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"