თაკო ჩარკვიანი : ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება - კვირის პალიტრა

თაკო ჩარკვიანი : ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს და ეს ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების სიხისტემაც დაადასტურა. ამასთანავე, ჩარკვიანმა განმარტა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი ხისტი ტონი, მისი მხრიდან თავდაცვის ერთგვარი ფორმაა, რომელიც ჯერ კიდევ "კუნთებზე იყურება".

"ქუჩის აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო და რომელ დიალოგზეა საუბარი, როდესაც ასე ესაუბრები შენს ოპონენტებს. ამიტომ, ქუჩის აქტიურობა არაფერ კავშირში არ არის დიალოგთან, არ საუბრობენ ისინი ნორმალურად, ამიტომ რაზე ვესაუბროთ ახლა მათ?! ის, რომ დღესაც ხისტად გამოვიდა ღარიბაშვილი, მე მაინც მგონია, რომ ეს თავდაცვის ერთგვვარი ფორმაა, თავდაცვაა მისი, რომელიც "კუნთებზე იყურება" ისევ. არ არგებს ეს ქვეყანას. ჩვენ გავაგრძელებთ ქუჩის პროტესტს, იმიტომ, რომ ასეთ ხისტ ადამიანს, როგორიც ღარიბაშვილია და ამ მდგომარეობაში მოსულ ხელისუფლებას, მხოლოდ და მხოლოდ ეშინია ქუჩის პროტესტის და ხალხის ტალღის, სხვა მათ არაფერი აშინებთ,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისგანცხადებით, ოპოზიციის მხრიდან გამოჩნდა აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში.

მისივე განცხადებით, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ პირობით და დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.

"ინტერპრესნიუსი"