"მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის უფლება გვაქვს, შეხვედრაზე აქციების მოდიფიკაციაზე ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ ფორმებზე" - კვირის პალიტრა

"მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის უფლება გვაქვს, შეხვედრაზე აქციების მოდიფიკაციაზე ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ ფორმებზე"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე დაგეგმილი აქციების მოდიფიკაციაზე იმსჯელეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე ვისაუბრეთ, რომელიც არ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ხელშეწყობა. მისი ასეთი რიტორიკა არ უწყობს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ხელს. ამ მაღალი ხარისხის მედიაციის შედეგად ჩარჩო შეთანხმებაში არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საბაბი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პროტესტის უფლება, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ აქციების მოდიფიკაციაზე, ვიმსჯელეთ ფორმებზე. ჩვენ, ჯერჯერობით, "ქართული ოცნებისგან" არ გვაქვს არავითარი წინგადმოდგმული ნაბიჯი, გარდა დღევანდელი განცხადებისა, რომელიც არ იყო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ხელშემწყობი",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ინტერპრესნსიუსი"