"დღევანდელ შეხვედრაზე აქციების ფორმის შეცვლაზე ვისაუბრეთ, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ" - კვირის პალიტრა

"დღევანდელ შეხვედრაზე აქციების ფორმის შეცვლაზე ვისაუბრეთ, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ"

აქციების ფორმის შეცვლაზე ვისაუბრეთ, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დაანონსებული აქციები ისედაც მშვიდობიანი იყო, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ისეთი ფორმა ექნება, რომელიც ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს არ მისცემს.

"ჩვენ მთავრობის მეთაურისგან რაღაც ბრალდებები მოვისმინეთ, რადიკალიზმზე და ა.შ. კიდევ რომ არ მივცეთ ამ პერიოდში დამატებითი საბაბი, იმიტომ, რომ არის შანსი მოლაპარაკებები შედგეს, დღეს აქციების ფორმის შეცვლაზე ვისაუბრეთ, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ ხელისუფლებას საბაბი არ მივცეთ, მოლაპარაკების ჩაშლაზე ლაპარაკი იყოს. ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო, როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს არ მისცემს", - განაცხადა უდუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"