"საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებისთვის "სრულიად ცრუ წარმოდგენების შექმნას" განაგრძობს" - რას აცხადებს მურატ ჯიოევი? - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებისთვის "სრულიად ცრუ წარმოდგენების შექმნას" განაგრძობს" - რას აცხადებს მურატ ჯიოევი?

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებისთვის "სრულიად ცრუ წარმოდგენების შექმნას" განაგრძობს.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთოსურმა მხარემ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი შედგა, რომლებიც თეატრების ნაცვლად ე.წ. საზღვართან მიიყვანეს და "სამხრეთ ოსეთი" ჭოგრიტით დაანახეს.

"ჩვენ კვლავაც შევახსენეთ თანათავმჯდომარეებს, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ღია სახელმწიფოა და ყველა ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, ვინც მას აღიარებს. აღიარებს შექმნილ რეალობას და მზად არიან რესპუბლიკაში ჩასასვლელად იმ გზებით, რომლებიც რეალურად ფუნქციონირებს", - განაცხადა ჯიოევმა.

"ინტერპრესნიუსი"