რა რეაქცია მოჰყვა აფხაზეთში, აფხაზი ექსჩინოვნიკის საქართველოში ვიზიტს და სადღეგრძელოს ქართველებთან შერიგებაზე?
რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში მთე­ლი დღეა აქ­ცია ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იმარ­თე­ბა. სო­ხუ­მის ცენ­ტრში 200-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა და ბე­ნურ კვი­რა­ია ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინტვეს­ტი­ცი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად გად­მოს­ვლის გამო "ერის ღა­ლატ­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

კვი­რა­ია უკან­და­ხე­ვას არ აპი­რებს და ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ "სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად იმ­ყო­ფე­ბო­და, წას­ვლას კი­დევ გეგ­მავს და ამა­ში ხელს ვე­რა­ვინ შე­უშ­ლის..."

Sputnik-თან სა­უ­ბარ­ში, კვი­რა­ია ამ­ბობს, რომ მან და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა "პრე­ზი­დენ­ტის" მი­თი­თე­ბით და­ტო­ვა, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლო­ში,
თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ფარ­გლებ­ში, მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შპს-ს Скурча-ს ბიზ­ნეს საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩაფ­რინ­და.

"ეს ჩემი კერ­ძო ვი­ზი­ტი იყო ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან არა­ვის­თან არ შე­მი­თან­ხმე­ბია და არც ჩა­მით­ვლია სა­ჭი­როდ... დიახ, კი­დევ წა­ვალ, რად­გან ჩემს სამ­შობ­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მო­ვი­ზი­დო. მინ­და პორ­ტის აშე­ნე­ბა, დიდი სას­ტუმ­რო­ე­ბი, რათა აფხა­ზეთ­ში დიდ­მა ფულ­მა
იტ­რი­ა­ლოს, რათა ჩემი ხალ­ხი, თავს დამ­ცი­რე­ბუ­ლად კი არ გრძნობ­დეს, ღირ­სე­უ­ლად ცხოვ­რობ­დეს... მე ომ­გა­მოვ­ლი­ლი ვარ, 1989 წლი­დან აფხა­ზე­თის გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ჯერ კი­დევ ომამ­დე, მაგ­რამ ეს ხელს არ მიშ­ლის, ჩემი სამ­შობ­ლოს აყ­ვა­ვე­ბა­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო" -_ გა­ნა­ცხა­და მან.

რაც შე­ე­ხე­ბა "სკურ­ჩას", რომ­ლის გარ­შე­მო სკან­და­ლი ატყდა, ის ოჩამ­ჩი­რე­ში ტბა არის, რო­მე­ლიც არ­ხით შავ ზღვას უკავ­შირ­დე­ბა და ტბა­ში პორ­ტის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წლე­ბია აფხა­ზეთ­ში სხვა­დას­ხვა ძა­ლე­ბის მიერ და­პი­რის­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან ტბა­ზე სა­კონ­ტე­ი­ნე­რო, ლო­ჯის­ტი­კუ­რი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­სე­ბობს. ბე­ნურ კვი­რა­ია მის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი­ად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წო­დებს, აუხ­სნას, რა­ტომ, რა მო­ტი­ვით უწო­დეს მო­ღა­ლა­ტე, რო­დე­საც მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან.

"მო­ვუ­წო­დებ იმ პარ­ტი­ებს (კვი­რა­ია რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ულ პარ­ტი­ას "არუა­ას" გუ­ლის­ხმობს) ამიხ­სნან, რის­თვის ატე­ხეს ეს ხმა­უ­რი. მათ აქვთ რა­ი­მე პროგ­რა­მა, რის მი­ხედ­ვი­თაც გა­ჯან­საღ­დე­ბა ჩვე­ნი ეკო­ნი­მი­კა, ან გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს უკე­თეს პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზებვს? თუ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რუ­სე­თის დო­ტა­ცი­ა­ზე უნდა ვი­ყოთ?.. მე ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ვი­და თუ კი­დევ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვყავს, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს. ცნო­ბის­თვის, მხო­ლოდ გა­სულ წელს 5 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ" - ამ­ბობს კვი­რა­ია.

აფხა­ზი ბიზ­ნეს­მე­ნის ცნო­ბით, ის ქარ­თულ მხა­რეს ად­გი­ლობ­რივ მე­გო­ბარ ბიზ­ნეს­მენ­თან იყო ჩა­სუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით ჩა­მოფ­რინ­და. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები