რა რეაქცია მოჰყვა აფხაზეთში, აფხაზი ექსჩინოვნიკის საქართველოში ვიზიტს და სადღეგრძელოს ქართველებთან შერიგებაზე? - კვირის პალიტრა

რა რეაქცია მოჰყვა აფხაზეთში, აფხაზი ექსჩინოვნიკის საქართველოში ვიზიტს და სადღეგრძელოს ქართველებთან შერიგებაზე?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მთელი დღეა აქცია ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწის საქმესთან დაკავშირებით იმართება. სოხუმის ცენტრში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა და ბენურ კვირაია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ინტვესტიციციების მოსაზიდად გადმოსვლის გამო "ერის ღალატში" დაადანაშაულა.

კვირაია უკანდახევას არ აპირებს და ადგილობრივ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ "საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად იმყოფებოდა, წასვლას კიდევ გეგმავს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის..."

Sputnik-თან საუბარში, კვირაია ამბობს, რომ მან დაკავებული თანამდებობა "პრეზიდენტის" მითითებით დატოვა, რის შემდეგაც საქართველოში, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში, მის საკუთრებაში არსებული შპს-ს Скурча-ს ბიზნეს საქმეებთან დაკავშირებით ჩაფრინდა.

"ეს ჩემი კერძო ვიზიტი იყო ქართველ მეგობრებთან, ხელისუფლებიდან არავისთან არ შემითანხმებია და არც ჩამითვლია საჭიროდ... დიახ, კიდევ წავალ, რადგან ჩემს სამშობლოში ინვესტიციები მოვიზიდო. მინდა პორტის აშენება, დიდი სასტუმროები, რათა აფხაზეთში დიდმა ფულმა იტრიალოს, რათა ჩემი ხალხი, თავს დამცირებულად კი არ გრძნობდეს, ღირსეულად ცხოვრობდეს... მე ომგამოვლილი ვარ, 1989 წლიდან აფხაზეთის გამათავისუფლებელ მოძრაობაში ვარ ჩართული, ყველა სამხედრო ოპერაციაში ვმონაწილეობდი, ჯერ კიდევ ომამდე, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, ჩემი სამშობლოს აყვავებაში ჩემი წვლილი შევიტანო" -_ განაცხადა მან.

რაც შეეხება "სკურჩას", რომლის გარშემო სკანდალი ატყდა, ის ოჩამჩირეში ტბა არის, რომელიც არხით შავ ზღვას უკავშირდება და ტბაში პორტის მოწყობასთან დაკავშირებით წლებია აფხაზეთში სხვადასხვა ძალების მიერ დაპირისპირება მიმდინარეობს, რადგან ტბაზე საკონტეინერო, ლოჯისტიკური პორტის მშენებლობის პოტენციალი არსებობს. ბენურ კვირაია მის მიმართ აგრესიულიად განწყობილ ადამიანებს მოუწოდებს, აუხსნას, რატომ, რა მოტივით უწოდეს მოღალატე, როდესაც მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იციან.

"მოვუწოდებ იმ პარტიებს (კვირაია რადიკალურად განწყობიულ პარტიას "არუაას" გულისხმობს) ამიხსნან, რისთვის ატეხეს ეს ხმაური. მათ აქვთ რაიმე პროგრამა, რის მიხედვითაც გაჯანსაღდება ჩვენი ეკონიმიკა, ან გაუმჯობესდება სოციალური პროგრამები, რომელიც ჩვენს ქალებსა და ბავშვებს უკეთეს პირობებს შესთავაზებვს? თუ მთელი ცხოვრება რუსეთის დოტაციაზე უნდა ვიყოთ?.. მე ერთადერთი ვარ, ვინც საქართველოში ჩავიდა თუ კიდევ უამრავი ადამიანი გვყავს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ცნობისთვის, მხოლოდ გასულ წელს 5 ათასი ადამიანი იმყოფებოდა საქართველოში სამკურნალოდ" - ამბობს კვირაია.

აფხაზი ბიზნესმენის ცნობით, ის ქართულ მხარეს ადგილობრივ მეგობარ ბიზნესმენთან იყო ჩასული, რომელიც საქართველოში, საქმიანი ვიზიტით ჩამოფრინდა. იხილეთ სრულად