"ამერიკელ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან"
"ამერიკელ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრულ ქმედებად აფასებს და ვაშინგტონს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება.

"აშშ-ის ადმინისტრაციამ მტრული, ანტირუსული თავდასხმა განახორციელა, როდესაც ევროკავშირთან ერთად,"მოსკოვის დასჯის" მიზნით მორიგი სანქციები გამოაცხადა,"- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის საბაბია.

"ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების დაწესება მხოლოდ საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის რეაქცია
შესაბამისი იქნება.

"ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ. რეაგირებას ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით მოვახდენთ. მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ნებისმიერ აგრესიას მოვიგერიებთ. ჩვენ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან,"- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირმა და აშშ-მა ერთმანეთთან კოორდინაციით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს
სანქციები დაუწესეს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები